განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
110100118002535139
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-588-2018 წელი

№110100118002535139

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ვ------- ნ------ის,მსჯავრდებულის – ი----- ა----–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა ი----- ა----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ი----- ა----–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასა-მართლობის არ მქონე, მცხოვრები თ--------–--------------------–------ში, მსჯავრდებუ-ლია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანა-შაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვა-დით.

aRwerilobiTi nawili:

ი----- ა----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მი-ერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივი-ლი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხ-ლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 18:20 საათზე, თ--------–--------------------–------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ი----- ა----–--ემ ურთიერთშელაპარაკებისას, ბრტყელ-ტუჩა ესროლა ხელის არეში მამას – ვ--–------ ა----–--ეს, რომელმაც აღნიშნულით განი-ცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ი----- ა----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯე-ლით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ი----- ა----–--ისათვის დანიშ-ნული მსუბუქი სასჯელი ვერ შეიტანს წვლილს ძალადობის აღმოფხვრაში. შესაბამისად ნაკლებად მკაცრი სასჯელის პირობებში რეალურად არსებობს საფრთხე იმისა, რომ ი------ ა----–--ე მომავალში ჩაიდენს ანალოგიურ დანაშაულს. ი----- ა----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვენებას და მის მიერ გან-ხორციელებელი დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეულ ზიანს და ვერ უზრუნველ-ყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ვ------- ნ------ეს, რომელიც ითხოვს ი----- ა----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით.

– მსჯავრდებულ ი----- ა----–--ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანო-ნიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი----- ა----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი----- ა----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი----- ა----–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ი----- ა----–--ე ნასამარ-თლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, დაზარალებულებთან შერიგებულია და ი----- ა----–--ესთან პრეტენზია არ გააჩნიათ, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედე-ბის შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზ-ღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაუ-ლის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალის-წინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასი-ათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტა-ნის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენი ი----- ა----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ი----- ა----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ი----- ა----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ი----- ა----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და მოეხ-სნას თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის №--------- განჩინე-ბით, ვ--–------ ა----–--ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: თ--------–-------------------–--------, საკადასტრო კოდით №------------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ი----- ა----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო –2018 წლის 15 ივნისიდან, 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით;

საქართველოს სისხლისს ამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ი----- ა----–--ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგი-ლი, ხოლო საქართველოს სისხლისს ამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ი----- ა----–--ის ყოფაქცევაზე კონტროლის გან-ხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვ-რებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები – ვ--–------ ა----–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ვ--–------ ა----–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქებით დასვრილი საწოლის გადასაფარებელი, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამ-მართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბრტყელტუჩა და ი----- ა----–--ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili