განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-720-2018 წელი
№060100118002593836
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
6 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ------ ჩ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ------ ჩ-------ი, დაბადებული 1-----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, მცხოვრები ს--------------------–----–ში, მსჯავრდებულია სამტრედი-ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათ-ვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
მ------ ჩ-------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მი-ერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხ-ლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მ------ ჩ-------მა, 2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებთ 22:40 საათზე, ს-------------------------------–---–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფ-მა, ყოველგვარი მოტივის გარეშე, ბალიშის ორჯერ თავის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა დედაზე - ნ----- ჩ-------ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზი-კური ტკივილი. ამასთან, მ------ ჩ-------ი ნ----- ჩ-------ს მთვრალ მდგომარეობაში მოფი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა.
სატრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ------ მ--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მ------ ჩ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯე-ლით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ------ ჩ-------მა, ყოველგვარი მოტივის გარეშე, ბალიშის ორჯერ თავში დარტყმით ცემა დედა. იგი აგრესიულია ოჯახის წევრების მიმართ და ხშირად აქვს კონფლიქტური ურ-თიერთობა მათთან. ყველაფერი ეს მომეტებული საფრთხის შემცველია და ქმნის მსჯავ-რდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ------ ჩ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ ჩ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ------ ჩ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მ------ ჩ-------ი აღია-რებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგა-დი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენი-ლი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაუ-თვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილე-ბის შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი მ------ ჩ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ------ ჩ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ ჩ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ მ------ ჩ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვა-ლოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძ-ლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტრო-ლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სას-ჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მ------ ჩ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა – გაუქმებუ-ლია.
მსჯავრდებულ მ------ ჩ-------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრო-ბაში ყოფნის დრო – 2018 წლის 15 ივლისიდან 2018 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალირების დროს ამოღებული ბალიში, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართ-ველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili