განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2967-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 20 “ სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ზ--------------,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ-------------–ის,ბრალდებულ - ა---------–--------–აძის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ა---------–----------------------–---- (დაბადებული 19---–-–------------–------------------- საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამარ-თლობის არმქონე, რეგისტრირებული - ბ-----------------------------–--–-------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები ქა-–--------–--–---–---–------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 21 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–------------------–----–----–-------–-------------------–----------------–---------------------–------–-------------------------------–-- განყოფილებაში გამოძიება და-იწყო სისხლის სამართლის №090210619001 საქმეზე, ა---------–--------–აძის მიერ ნარკოტი-კული ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშ-ნებით.
ა---------–--------–აძე ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 21 ივნისს, 07:51 საათზე და 22 ივნისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ა---------–--------–აძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, პატიმრობით უზრუნველყოფით.
2019 წლის 25 ივნისს, გირაოს სრულად შეტანის შემდეგ, ა---------–--------–აძე გათავისუფ-ლდა პატიმრობიდან,ა---------–--------–აძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთი-ერების უკანონო შეძენა და შენახვა.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ა---------–--------–აძის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა---------–--------–აძემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ახალი ფსი-ქოაქტიური ნივთიერების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნე-ბული 0,0988 გრამი ნივთიერება ADB-FUBINACA, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად.
აღნიშნული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამორებულ იქნა 2019 წლის 21 ივნისს საქარ-თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--- თანამშრომლების მიერ ქ--–--------–--–----------------------------------იმდებარე ტერიტო-რიაზე, ა---------–--------–აძის პირადი ჩხრეკის შედეგად.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ------------ემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია დამაჯერებელი და ურთიერთშე-თანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტუ-რებს ა---------–--------–აძისათვის წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, (2019 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ა---------–--------–აძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულის ადვოკატმა - კ-------------–მა ითხოვა, რომ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარე-მოებები, მხედველობაში იქნეს მიღებული მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებისა და მონანიების ფაქტი, მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება, აგრეთვე - დანაშაულის ჩადე-ნის გარემოებები და, გამომდინარე აქედან, დაენიშნოს მას მსუბუქი სასჯელი, რაც დაკავში-რებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთის რეალურ მოხდასთან, რასაც დაეთანხმა ბრალ-დებულიც, (2019 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ა---------–---------–---- მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ა---------–---------–---- ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
- მოწმე ა---------–------–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 3-5);
- მოწმე ლ---------–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 49-51);
- მოწმე გ-----------–----–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 52-54);
- ა---------–--------–აძის პირადი ჩხრეკის ოქმით, (ს.ფ. 8-13);
- ქიმიური ექსპერტიზის №3242/სქ-2869/ქრ დასკვნით (ს.ფ. 43-48), ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, თვით ა---------–--------–აძის გამოკითხვის ოქმით (ს.ფ. 25-27), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ა---------–--------–აძისათვის წაყენებულ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ა---------–--------–აძის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადე-ნის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ა---------–--------–აძემ ჩაიდინა საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამარ-თლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მარ-თლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორ-ციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ა---------–--------–აძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების გან-ხორციელებას.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამარ-თლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის (თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით) ფარგლებში ა---------–--------–აძეს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავი-სუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ამასთანავე, ვინაიდან ა---------–--------–აძის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი აღიარებს დანაშაულს და ნასამართლობის არმქონეა, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს პირობითად.
“ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ა---------–--------–აძეს, როგორც ნარკოტიკული საქ-მიანობის ხელშემწყობს, 5 (ხუთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუა-ლების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათ-ლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვით-მმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------–--------–აძის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყე-ნება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაცი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------–----------------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთ-ვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
2. ა---------–--------–აძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქ-მდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;
3. ა---------–--------–აძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2019 წლის 21 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით;
4. “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად, ა---------–--------–აძეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუა-ლების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგან-მანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფ-ლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზა-დების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერ-თვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძ-ნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა ა---------–--------–აძეს დაეწყოს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ა---------–--------–აძის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმარ-თველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობა-ციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. ნივთიერი მტკიცებულებები - ა---------–--------–აძისგან ამოღებული ახალი ფსიქოაქ--ტიური ნივთიერება, ა---------–--------–აძის ნერწყვის ნიმუში და შესაფუთი მასალა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი