განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002418262
საქმე №1ბ/91-19
PP
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ვ--------–--–------–-–---–ის
მსჯავრდებულის: რ---------------ის
ადვოკატის: კ------------–---ის
თარჯიმნის: ა---------–----------
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ რ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ---------------ის მიმართ. რ-------–--------------------ი დაბადებულია 19---–-–----- აპრილს. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერიდაოჯახებული, მცხოვრები: ქ-------–--------------–-------------–---------------ში. მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი).
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---------------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება, ჩადენილი არარერთგზის (სამი ეპიზოდი) და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის (სამი ეპიზოდი).
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (23.03.2007 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისათვის
ნასამართლევმა რ---------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში
უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 2,9731 გრამი ,,მორფინის” მარილი, 3,5765 გრამი ,,კოდეინის” (მარილი) და 1,1514 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება.
1.2. 2018 წლის 2 თებერვალს, ქ-------–------------–-----------–--------------–---------------ში რ---------------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,7283 გრამი მორფინის (მარილი), 1,1783გრამი კოდეინის (მარილი) და 0,3699 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება 1 500 ლარად უკანონოდ გაასაღა ი-----–----------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2018 წლის 10 თებერვალს ქ. თ---–--–----------–-----------–ა, თა--------–---------ა
№18-ში რ---------------მა ნარკოტიკული საშუალება - 1,7664 გრამი მორფინის (მარილი), 1,8147 გრამი კოდეინის (მარილი) და 0,6443 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება 3 500 ლარად უკანონოდ გაასაღა ი-----–----------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2018 წლის 15 თებერვალს ქ. თ---–--–----------–-----------–ა, თა--------–---------ა №18-ში რ---------------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,4784 გრამი მორფინის (მარილი), 0,5835გრამი კოდეინის (მარილი) და 0,1372 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ი-----–----------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სმართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:
რ---------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებზე (სამი ეპიზოდი).
რ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
-საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
-საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
-საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
-საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
-საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რე--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 30 დეკემბრის #0-----------5 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და რ---------------ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
რ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 19 მარტიდან.
რ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
რ---------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ---------------მა და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
2019 წლის 21 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის და მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვ--------–--–------–-–---–მა, რომელმაც სააპელაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილ წერილობით შუამდგომლობაში შეიტანა შესწორება და ითხოვა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და მსჯავრდებულ რ---------------ისთვის წერილობით წარმოდგენილი და სასამართლო პროცესზე დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა რ---------------მა ადვოკატ კ------------–---თან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ რ---------------თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი პირობებით:
რ---------------ი ცნობილი იქნას დამანაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლება პირობით.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლება პირობით.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლება პირობით.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლება პირობით.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლება პირობით.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლება პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლება პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 30 დეკემბრის #0-----------5 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და რ---------------ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-64ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით და გამოსაცდელ ვადად დადუდგინდება 5 (ხუთი) წელი.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებული რ---------------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ, მათ შორის ნასამართლობის, შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული რ---------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება რ---------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ი-----–-----------ს გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმებით, რ---------------ისგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, რ---------------ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად რ---------------ი, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) კანონიერია. შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის ბ--------------- თანხმობით 2019 წლის 16 იანვარს დადებული და 2019 წლის 25 იანვარს სასამართლო პროცესზე დაზუსტებული საპროცესო შეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვ--------–--–------–-–---–ს, მსჯავრდებულ რ---------------სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ კ------------–---ს შორის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და ასრსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენში რ---------------ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;
რ---------------ი ცნობილი იქნას დამანაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 30 დეკემბრის #0-----------5 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და რ---------------ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი საქართველოს სსსკ-ის 63-64ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა რ---------------ს დაეწყოს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისთანავე.
არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა რ---------------ს დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 19 მარტიდან.
ცნობად იქნას მიღებული, რომ რ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
-ნარკოტიკული საშუალებები სისხლის სმართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
-დისკები შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
-რ---------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი და 200 (ორასი) აშშ დოლარი სისხლის სმართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
-რ---------------ის საცხოვრებელი ბინის ეზოში მდებარე ,,სამტრედედან“ ამოღებული ელექტრო სასწორი სისხლის სმართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განემარტოს მსჯავრდებულს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა: დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. თეთრაული