განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2019
საქმის ნომერი
330100119003123681
თარიღი
06.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3543-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 06 “ სექტემბერი, 20-9 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნ------------–---–--,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ-----------–---–--,ბრალდებულ გ----------------

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

გ------------------------ (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, განქორ-წინებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ-მქონე, რეგისტრირებული - დ-------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები ქ--–--------–--–--------------–-----------------------–-------------------------------------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

20-9 წლის 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარ-ტამენტის ი----------------------------–-----------– განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, მ-----------–-–---–-- მიმართ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლის “ა“ და მე-3 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნე-ბით.

 

აღნიშნულ საქმეზე გ--------------ე ბრალდებულად დაკავებულ იქნა 20-9 წლის 17 ივნისს, 03 საათსა და 09 წუთზე, (ს.ფ. 4-11). 20-9 წლის 18 ივნისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ს.ფ. 71-73) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-9 წლის 19 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, პატიმ-რობით უზრუნველყოფით, (ს.ფ. 86-90).

 

20-9 წლის 27 ივნისს, გირაოს შეტანის შემდეგ, გ--------------ე გათავისუფლდა პატიმრო-ბიდან.

კერძოდ, გ--------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი -თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობით.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, გ---------------- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

20-9 წლის 17 ივნისს, ღამის საათებში, გ--------------ე იმყოფებოდა ქალაქ თბილისში, საექიმოს ქუჩა №12-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, საცოლესთან - მ-----------–--–---–---- ერთად, რა დროსაც ამ უკანასკნელის კუთვნილ “სამსუნგის“ ფირმის, “J 5 პრაი-მის“ მოდელის მობილურ ტელეფონზე შევიდა რამდენიმე ზარი, რასაც მ-----------–-–----–-- არ უპასუხა. აღნიშნულზე გ--------------ემ იეჭვიანა და მ-----------–-–---–ს მოს-თხოვა ტელეფონი მისთვის გადაეცა, რაზეც მ-----------–-–---–მა უარი განუცხადა და, გ---------------- მოთხოვნით, დატოვა მისი საცხოვრებელი ბინა. გ--------------ე დაე-დევნა მ-----------–-–---–ს და საექიმოს ქუჩა 12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მოს-თხოვა მობილური ტელეფონის გადაცემა. უარის მიღების შემდეგ მან მ-----------–-–---–ს ხელი ჩაავლო თმაში, რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტი სახის არეში და ხელი მოუჭირა ყელზე, რის შედეგად წაართვა მას მობილური ტელეფონი.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ------------–---–მა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ----------------ათვის წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა, (20-9 წლის 06 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა გ--------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშა-ვედ და განაცხადა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნული გარე-მოების, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური მდგომარეობის, აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ ქონე-ბრივი ან სხვა სახის პრეტენზია არ გააჩნია, ადვოკატმა მ-----------–---–მა ითხოვა ისეთი სასჯელის გამოყენება გ---------------- მიმართ, რაც დაკავშირებული არ იქნება თავი-სუფლების აღკვეთის რეალურ მოხდასთან, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდებული, (20-9 წლის 06 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გ----------------- მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტ-ყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია გ----------------- ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- დაზარალებულ მ-----------–-–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 16-19, 68-70);

- მოწმე ნ-----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, (ს.ფ. 29-31);

- მოწმე შ--–---------–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 26-28);

- მოწმე გ-------–----------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 32-34);

- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, (ს.ფ. 35-50);

- ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, (ს.ფ. 4-11);

- ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმით (ს.ფ. 66-67), თვით გ----------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 74-78), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენ-ტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს გ--------------ი-სათვის წაყენებულ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება გ---------------- მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ გ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაული - თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედე-ბის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ გ--------------ე აღიარებს და ინა-ნიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორ-ციელებას. სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებული შეუ-რიგდა ბრალდებულს და მათ შორის კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება აღარ არსებობს.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამარ-თლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის (შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე) ფარგლებში გ--------------ეს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ამასთანავე, ვინაიდან გ---------------- მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანა-შაული, იგი აღიარებს დანაშაულს და ნასამართლობის არმქონეა, სისხლის სამართლის კოდექის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------- მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ----------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი;

 

2. გ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 20-9 წლის 17 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით;

 

3. გ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და ა-------------–---- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - დაბა ა-----------------------------------------–-----------, ფართი 90.50 მ2, საკადასტრო კოდი: 60.0-.0-.4--.0-.0--. - მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი გან-ხილვის კოლეგიის 20-9 წლის 26 ივნისის განჩინებთ ბრალდებულ გ--------------ი-სათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 5000 ლარის უზრუნ-ველყოფის მიზნით დადებული ყადაღა;

 

4. პირობითი სასჯელის გამოსაცდელი ვადის პერიოდში გ---------------- ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმარ-თველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობა-ციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. ნივთიერი მტკიცებულებებების (საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

5.1. ერთი ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასა-მართლოს ნივთმტკიცებათა საცავში, - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

5.2. გ---------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენ-ტის ი----------------------------–-----------–ი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი