განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2019
საქმის ნომერი
820100119002844895
ინსტანცია
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-230-2019 წელი

№820100119002844895

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ-------- ზ----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ნ-------- ზ----ე, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ-----------------------–--------------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩა-ურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახედ და ზომად 01 (ერთი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძე-ნის, შენახვის, დამზადების, ტარებისა და გამოყენების უფლება.

aRwerilobiTi nawili:

ნ-------- ზ----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მი-ერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივი-ლი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბ------–--------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ნ-----–--ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ-------- ზ----ემ დე-დას, ქ----- ზ----ეს, რამდენჯერმე თავში ჩაარტყა ხელი. ფიზიკური ძალადობის შედე-გად ქ----- ზ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელა-ციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რომან ბოლქვაძემ, რომელიც სააპელაციო საჩივ-რით ითხოვს ნ-------- ზ----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხო-ვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ნ-------- ზ----ე არის აგრესიული პიროვნება, ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული, რომელსაც ხშირად უჭრის საკუთარი თავის და ემოციების კონტროლი. შესაბამისად ეს გარემოება შეიცავს იმის რისკს, რომ მან გა-ნაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. როგორც დაზარალებულებ-მა, ასევე სხვა მოწმეებმა თავის ჩვანებებში განმარტეს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხ-ვევა და მსგავს ფაქტებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი. ნ-------- ზ----ის მიმართ დანი-შნული სასჯელი არ არის მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული ჩადენილი ქმედების საშიშროებიდან გამომდინარე და ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შეს-რულებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ნ-------- ზ----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-------- ზ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვ-ნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემო-ება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარ-სულში ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს, და ნ-------- ზ----ის მიერ ჩადენი-ლი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ძირითად სასჯელად დაუნიშნა – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლე-ბის საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელა-ციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრუ-ლად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებუ-ლის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი ნ-------- ზ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხო-ლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ნ-------- ზ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ნ-------- ზ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახედ და ზომად – 01 (ერთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შე-ძენა, შენახვა, დამზადების, ტარებისა და გამოყენების უფლება.

გაუქმდეს მსჯავრდებულ ნ-------- ზ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება –გირაო და გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, ხ---- ბ-----ეს.

ნ-------- ზ----ეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 13 იანვრიდან 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებ-ლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili