განაჩენი

სისხლის სამართლის 07.10.2019
საქმის ნომერი
020100118002420033
დავის ტიპი
175 1
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020100118002420033 (1/201-2018)

განაჩენი

საქართველოს სახელით

0- ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე:პროკურორ- მა--------------ს

დაცვის მხარე: ადვოკატ - ლო--------–-------ს

ბრალდებულ- ნა-------------ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: ნა-------------ს მიმართ

მამის სახელი: ლე-----ი

დაბადებული: 1-.0-.1--5 წელს

პირადი ნომერი: 19--------2

საქართველოს მოქალაქე

უმაღლესი განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ზუ--------------–----–----------------–------–-–----ი

რეგისტრირებული: ზუ--------------–----–----------------–------–-–----ი

აღკვეთის ღონისძიების სახით შეთანხმება გაუსვლელობისა და სა---ნადო ქცევის შესახებ შეფარდებული

დანაშაული გათვა-–-სწინებული საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ნა-------------მ ჩაიდინა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკი-ცებულად ცნო:

 

2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ზუ--------------------------–-----–-–----–ი, ნა-------------მ და------------ს მშვილებლის სურვილის გარეშე გაუმჟღავნა შვილად აყვანის საიდუმლო და უთხრა, რომ ის იყო ნაშვილები.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულ ნა-------------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწი-ნააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულება--- ერთობლიობით.

 

დაზარალებულ და------------ს განმარტებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე მისი დეიდა იზ---–-----------ე ამუშავებდა თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, ამაზე გაბრაზებულმა ნა-------------მ დედას-ზო-----------ს დაუწყო ლანძღვა და უშვერი სიტყვებით მოიხსენია, ამ დროს შეიკრიბნენ მეზობლები, ნა---ა აგრძელებდა ყვირილს და მას უთხრა „შენ რა გესაქმება, შე ნაბიჭვარო, შენ ნაშვილები ხარო“, ამ სიტყვებზე დედამისი ჩაიკეცა და მიხვდა, რომ ეს სიმართლე იყო და დედას რომ უნდა ეთქვა ის საიდუმლო ნა-------------მ გაამჟღავნა, მეორე დღეს წავიდა სენაკში დასთან და ჰკითხა იყო თუ არა ნაშვილები, მან დაუდასტურა და განუმარტა, რომ არ იცოდნენ როგორ მიიღებდა და ამიტომ არ უმხელდნენ, ამ ფაქტის შემდეგ მხოლოდ ორჯერ მივიდა დედასთან, რადგან ძა-–-ან განიცდის, ღამე არ ძინავს და მხოლოდ ამაზე ფიქრობს, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება ნა-------------ს მიერ შვილად აყვანის საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ.

 

მოწმე ინ--------–-ა განმარტავს, რომ 2017 წლის 25 მარტს გი--–-------–--ს ეხმარებოდა მიწის ნაკვეთის დამუშავებაში, ხმაური და წივილ-კივილი გაიგონა და წავიდა ზო-----------ს სახლისკენ, ნა------------- ილანძღებოდა, და------------ს უთხრა გაეთრიე აქედან, შენ რა უფლებით სარგებლობ ნაბიჭვარი ხარ და ამ ოჯახის შვილი არ ხარო. დედა-შვილი, და------------ და ზო-----------, გახდნენ ცუდად, მეზობლებმა განმუხტეს სიტუაცია და და------------ წაიყვანა სახლში თავის შვილებთან, იმ ღამეს და---ს არ უძინია, მეორე დღეს თავჩაღუნული წავიდა სოფლიდან და იშვია---დ მოდის სახლში, მშობლებისგან არ გვქონდა უფლება და არავინ უმხელდა და---ს, რომ შვილად იყო აყვანილი.

 

მოწმე ეკ------------------ე განმარტავს, რომ გასული წლის 25 მარტს ნა-------------მ უთხრა და------------ს, რომ ვისი შვილი ხარ არ იცი, შენ აყვანილი ხარო, და---ს ეტირებოდა და ხეს ურტყამდა თავს, შემდეგ ქუთაისში ჰყავდათ ფსიქოლოგთან, განიცდის ძა-–-ან და იშვია---დ მოდის სახლში, ცხოვრობს დასთან სენაკში. ყველამ იცოდა, რომ და------------ იყო აყვანილი, მაგრამ ოჯახი არ აპირებდა გამხელას და არავის უთქვამს მისთვის. ნა-------------ს და ზო-----------ს შორის არის კონფლიქტი, რადგან ზო-----------ს დამ იყიდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც პრეტენზია გააჩნია ნა-------------ს.

 

მოწმე ცი--–------–----ა განმარტავს, რომ 2018 წლის 25 მარტს ეხმარებოდა გი--–-------–--ს მიწის ნაკვეთის დასუფთავებაში და ზო-----------ს სახლიდან გაიგონა ჩხუბის ხმა, რომელიც წივილ-კივილში გადაიზარდა, ახლოს რომ მივიდა ნახა, რომ ნა------------- და მისი და თავიანთი სახლის ეზოდან ეჩხუბებოდნენ ზო-----------ს, ნა-------------მ ზო--ს შვილს, და------------ს უთხრა „შე ნაბიჭვარო“, ვისი შვილი ხარ არ იციო, აყვანილი ხარ და რა უფლებით სარგებლობ ოჯახშიო, მას თვალები აცრემლებული ჰქონდა და ვერ გვისწორებდა, შემდეგ ცუდად გახდა და ქუთაისში მკურნალობდა.

 

მოწმე ზო-----------ს განმარტებით დადასტურებულია, რომ ნა------------- ცხოვრობს მის მოსაზღვრედ, სოფელში მისმა დამ კანონიერად შეიძინა მიწის ნაკვეთი, რასაც ედავება ნა-------------ს ოჯახი, 2017 წლის 25 მარტს დაახლოებით 15:00 საათზე შვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში, ხოლო მისი და და ნათესავები ამუშავებდნენ მიწას, ამაზე გაბრაზებულმა ნა-------------მ და მისმა დებმა დაუწყეს ლანძღვა და წყევლა, ხმაურზე შეიკრიბნენ მეზობლები, მისი შვილი გამოესარჩლა მას, რა დროსაც ნა---ამ უთხრა, რომ ის იყო ნაშვილები და არ იყო მისი შვილი, ამ სიტყვებმა ისე გაანერვიულა, ცუდად გახდა, ბავშვმა სამჯერ დაარტყა ბეტონს თავი, იმ ღამეს არც ერთს არ დაუძინია, მეორე დღეს და--- წავიდა სენაკში და იშვია---დ მოდის სახლში, რადგან თავს არიდებს მეზობლებს და თანატოლებს, მან ოთხი დღის მოიყვანა ბავშვი სახლში და ობლობაში გაზარდა, შვილის თხოვნით არ აპირებდა ნა---------ს ეჩივლა, მაგრამ ის კვლავ აგრძელებდა მუქარას და შეურაცხყოფას, მათ შორის მოხდა კონფლიქტი და გადაწყვიტა საჩივრის შეტანა.

 

მოწმე მა-------------ა განმარტავს, რომ 2017 წლის 26 მარტს მასთან მივიდა და------------, უსაყვედურა თუ რატომ არ გაუმხილა, რომ იყო შვილად აყვანილი და ეს ინფორმაცია რატომ გაიგო სხვისგან, ის იყო ცუდად, ნერვიულობდა, სამი დღე საჭმელს არ ჭამდა და დარაჯობდნენ თავისთვის არ აეტეხა რამე. დღესაც მასთან იმყოფება, რადგან თავს არიდებს ახალგაზრდებს და არ უნდა სოფელში ჩასვლა, შემდეგ დედასგან გაიგო, რომ 2017 წლის 25 მარტს ნა-------------მ მას მიაყენა შეურაცხყოფა და მის ძმას ნაბიჭვარი და ნაშვილები უწოდა, თვითონაც რომ ჩავიდა სოფელში ნა------------- დაემუქრა, რომ მის ძმას ციხეში ჩასვამდა.

 

მოწმე გი--–-------–-- განმარტავს, რომ 2017 წლის 25 მარტს ამუშავებდა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, მეუღლე, შვილი და რძა-–- ეხმარებოდნენ, ზო-----------ს სახლიდან ხმაური გაიგონა, ახლოს რომ მივიდნენ ნა------------- ემუქრებოდა ზო-----------ს, და და------------ს უთხრა შენ რა გინდა, შენ სხვისი შვილი ხარო, ის გახდა ცუდად, მეორე დღეს წავიდა დასთან და იშვია---დ აკითხავს დედას. სოფელში ყველამ იცოდა რომ და--- აყვანილი იყო, მაგრამ ოჯახის სურვილით არავინ უმხელდა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მა------------მ და განმარტა, რომ ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთს და ჩხუბის ხმაზე წავიდნენ ზო-----------ს სახლისკენ, რომელიც ცხოვრობს ნა-------------ს გვერდით, ის იდგა თავის ეზოს კართან და ემუქრებოდა ზო-----------ს, და------------ს უთხრა შენ ვინ ხარო, შენ აყვანილი და სხვისი შვილი ხარო, და--- გაბრაზდა და თავს ურტყამდა კედელს. მეზობლებმა იცოდნენ, რომ და--- აყვანილი იყო, მაგრამ არავინ უმხელდა.

 

მოწმე ქრ-------------ა განმარტავს, რომ 2017 წლის 25 მარტს დედამთილთან ერთად იმყოფებოდა ეზოში, ხმაურზე მივიდა ზო-----------ს სახლში და გაიგონა თუ როგორ უთხრა ნა-------------მ და------------ს, რომ ის ნაბიჭვარია და არ იცის ვისი შვილია, რადგან ნაშვილები იყო, ამ მომენტში ნა---ასთან ერთად იყვნენ მისი დები. ნა---ას სიტყვების გამო შეიქმნა მძიმე მდგომარეობა, დედა-შვილი გახდა ცუდად, შეიყვანეს სახლში და დაამშვიდეს.

 

მოწმე გე-–-------–-ა განმარტავს, რომ გი--–-------–--ს ეხმარებოდა მიწის ნაკვეთის დამუშავებაში, ზო-----------ს საცხოვრებელი სახლიდან მოესმა ყვირილის და კივილის ხმა, როდესაც მივიდნენ ნახეს, რომ ეზოს გამყოფი ღობიდან ნა------------- ლანძღავდა ზო-----------ს, და------------ კი ეჩხუბებოდა მას, რა დროსაც ნა---ამ უთხრა და---ს, რას ყვირი, რა გინდა, ეს შენი სახლი არ არის, ვისი შვილი ხარ თვითონ არ იცი, ნაშვილები ხარო, ამ სიტყვებზე ზო----------- გახდა ცუდად, და------------ ჩავარდა შოკში, იმ დღის შემდეგ და------------ იშვია---დ დადის სახლში.

 

მოწმე იზ---–-----------ე განმარტავს, რომ 2017 წლის 25 მარტს ოჯახთან ერთად ამუშავებდა მიწის ნაკვეთს, რომელსაც უსაფუძვლოდ ედავება ნა-------------, ის ცხოვრობს მისი დის, ზო-----------ს მოსაზღვრედ და ამას მოყვა მათ შორის კონფლიქტი, ხმაურზე მივიდნენ მისი დის სახლში, ნა------------- იდგა ღობესთან და ეჩხუბებოდა დას და დისშვილს - და------------ს, ხოლო და---ს უთხრა შენ რა გესაქმება, ეს შენი სახლი არ არის, სხვისი შვილი ხარო, ამ სიტყვებს მეზობლებიც ისმენდნენ, რომლებიც ნა---ას ყვირილზე შეიკრიბნენ, და--- და ზო-- გახდნენ ცუდად, რადგან ყველამ იცოდა, რომ და--- იყო ნაშვილები, მაგრამ ოჯახის თხოვნით არავინ უმხელდა, მეორე დღეს დისშვილი წავიდა სენაკში და დარჩა დასთან.

 

მოწმის სახით დაკითხული ნა---ა რო----ს და, და-–---------ა განმარტავს, რომ 2017 წლის 25 მარტს იყო დის გარდაცვალების დღე. ნა------------- იმყოფებოდა სასაფლაოზე, სადაც იხდიდა პანაშვიდს, მათი მამა - პაპისეული მიწა მიისაკუთრა ზო-----------ს დამ და ამის თაობაზე მოუვიდათ კონფლიქტი, მან მისი ეზოს ფერდობიდან დაინახა, რომ ამუშავებდნენ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და დაიწყო წყევლა და ლანძღვა მათი მისამართით, ზო-----------მ ჰკითხა რატომ ლანძღავდა მისი დის ოჯახს და ამაზე მოუვიდათ უსიამოვნება, და------------ გადმოხტა ღობიდან ხელყუმბარით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, მათ შორის ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთი, 15:00 საათის შემდეგ მოვიდა ნა------------- და მოუყვა მომხდარის შესახებ.

 

მოწმე რო-–--ა რო---- განმარტავს, რომ ნა------------- არის მისი და, 2017 წლის 25 მარტს ჰქონდათ გარდაცვლილი დის მოსახსენიებელი საკურთხი, ძაღლს მიუტანა საჭმელი და ნახა, რომ მათ მიწის ნაკვეთს იზ---–-----------ის ოჯახის წევრები ამუშავებდნენ და გადასძახა თუ რას აკეთებდნენ მათ მიწაზე, ამას მოყვა და------------ს გაბრაზება, ზო----------- და და------------ გადმოხტნენ ღობეზე, და--- აფეთქებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მათ ყოფთ ღობე და აქვთ გასასვლელი კარიც, ისინი ხედავდნენ თუ რა ხდებოდა მათთან და ამა---ც ესმოდათ ყველაფერი. პანაშვიდის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ნა---ა, ის ჩხუბს არ შესწრებია.

 

მოწმე კა---–---------ა განმარტავს, რომ 2017 წლის მარტის თვეში ნა-------------ს თხოვნით უკრავდა ნა---ას დის სასაფლაოზე, სადაც სხვებთან ერთად იმყოფებოდა ნა---ას და, რომელიც მას ჰგავდა ძა-–-ან და უცნობი პირებიც. დაახლოებით 15:00 საა---მდე დარჩა იქ და შემდეგ წავიდა, მისი იქ ყოფნის პერიოდში ჩხუბი არ ყოფილა.

 

მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელი და-----–----ა განმარტავს, 2017 წლის 1- ნოემბერს ზო-----------ს საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, დაათვა-–-ერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა მოწმეები და წარუდგინა ბრალდება ნა-------------ს.

 

ბრალდებული ნა------------- შერაცხულ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ გი--–-------–--სთან მის ოჯახს აქვს დაძაბული ურთიერთობა, რადგან ელ--------------–-------–----ა წაართვეს მიწის ნაკვეთი და ითხოვდა მის დაბრუნებას. 2018 წლის 25 მარტს მის დას - რო-–--ა რო----ს და ზო-----------ს ჰქონდათ კონფლიქტი, ამ დროს ის სახლში არ იყო, და------------სთვის შვილად აყვანის შესახებ მას არაფერი უთქვამს და საერთოდ არ იცის რატომ დებენ ბრალს, ზო----------- მას დანით მოკვლას უპირებდა, ორჯერ ჩაარტყა წიხლი, რის გამოც უჩივლა, ამაზე გაბრაზებულმა სამაგიერო გადაუხადა, მას არ უთქვამს და------------სთვის, რომ შვილად იყო აყვანილი, დანაშაული არ ჩაუდენია და ითხოვს გამართლებას.

 

დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხული მოწმე ნა----–---------ა განმარტავს, რომ 2018 წლის 25 მარტს, დაახლოებით 13:30 საათზე მივიდნენ სასაფლაოზე ნა-------------ს დის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, სადაც დარჩნენ ერთი საათი, სახლში რომ დაბრუნდნენ ნა---ას დებმა უთხრეს, რომ ზო----------- და და------------ ეჩხუბნენ. და------------მ იცოდა აყვანილი იყო თუ არა მისთვის უცნობია, რადგან მის ოჯახთან არ არის ახლოს, ხოლო ისინი ამბობენ ნა-------------მ წამოაძახა და------------ს აყვანილი რომ იყო და ამის გამო კლავენ ერთმანეთს.

 

მოწმე გი---–-------ა გნამრტავას, რომ 2018 წლის 25 მარტს იმყოფებოდა ნა-------------ს გარდაცვლილი დის მოსახსენიებელ სუფრაზე, რომელიც იყო მისი მეგობარი. 13:30 საათზე წავიდნენ სასაფლაოზე, ერთ საათში ნა---ასთან ერთად დაბრუნდნენ სახლში, სადაც ნა---ას დები რო-–--ა და და-–- დახვდნენ განერვიულებულნი, რადგან ელ-----------–------ნ მოსვლიათ შელაპარაკება. მისი იქ ყოფნის დროს ჩხუბი არ ყოფილა.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) დადასტურებულია, რომ 2017 წლის 1- ნოემბერს დაიწყო გამოიძიება №04---------3 საქმეზე ნა-------------ს მიერ შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნების ფაქტზე, დანაშაული გათვა-–-სწინებული საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს.ფ.1)

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ნა-------------ს საქართვე-ლოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, რადგან საფუძველს მოკლებულად მიაჩნია ბრალდებულ ნა-------------ს განმარტება, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, აღნიშნული ეწინააღმდეგება დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებს, გარკვეულწილად მისი ოჯახის წევრთა განმერტებებსაც, ნა-------------ს ჩვენება არ არის სარწმუნო, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ამავე დროს გასათვა-–-სწინებელია ის გარემოება, რომ ბრა-–-ს აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის არაობიექტური და ტენდენციურია და ის პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ასევე სასამართლო ვერ გაითვა-–-სწინებს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც მისი ოჯახის ახლობლები არიან და განსხვავებულად გადმოსცემენ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ისინი უარყოფენ ნა-------------ს დების რო-–--ა და და-–---------ას სასაფლაოზე ყოფნას, თუმცა ნა-------------ს მიერ დასახელებული მოწმე კა---–---------ა თავის ჩვენებაში ადასტურებს და-–---------ას ანუ დის, რომელიც მას ძა-–-ან ჰგავს, ყოფნას სასაფლაოზე, ამასთან ყველა მოწმე ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, დაახლოებით 15:00 საათისთვის ბრალდებული იმყოფებოდა სახლში. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულება--- ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ნა-------------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, ამასთან 18-ე მუხლში მითითებულია, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე.

 

შვილად აყვანა ერთ-ერთი მნიშნველოვანი ინსტიტუტია, რომელიც მიმართულია ოჯახის განმტკიცებისა და ბავშვის ინტერესების დასაცავად.

 

პირი, რომელიც მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე გაამჟღავნებს შვილად აყვანის ფაქტს, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლით გათვა-–-სწი-ნებული დანაშაულის ობიექტია მშობლისა და ბავშვის უფლებები და კანონიერი ინტერესები.

 

მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გულისხმობს შვილად აყვანის საიდუმ-ლოების გამჟღავნებას მშვილებლის სურვილის გარეშე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს შვილად აყვანილის და სხვა პირისათვის ზეპირი ან წერილობითი ფორმით შეტყობინების მეშვეობით ან ნებისმიერი ინფორმაციის საშუალების გამოყენებით.

 

სუბიექტური მხრივ ნა-------------ს მიერ ჩადენილი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვა-–-სწინებდა, რომ არღვევდა შვილად აყვანის საიდუმლოებას და სურდა ეს ფაქტი ცნობილი გამხდარიყო დაზარალებულისთვის მშვილებლის ნების გარეშე.

 

ნა-------------ს ქმედებით და------------მ განიცადა მორალური ზიანი, უარყოფითი გავლენა მოახდინა დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მისი შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებას, რაც გამოიხატა შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი სიტყვებით, შეეწირა ერთი ოჯახის სიმშვიდე, დაარღვია მისი მთლიანობა და სიმტკიცე.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნა--- დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულება--- ერთობლი-ობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყა-–-ბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებუ-ლება--- ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგე-ნად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულება--- ერთობლიობის აუცილებ-ლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლება--- ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვე-ტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღა-–- სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულება--- არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულება--- ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგე-ნად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულება--- ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლება--- ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე).

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად გაანა-–-ზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებუ-ლებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ ნა-------------მ ჩაიდინა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე.

 

ამდენად, ბრალდებულ ნა-------------ს ქმედება სწორად არის დაკვა-–-ფი-ცირებული საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნა-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ხასიათდება დადებითად.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

ნა-------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვა-–-სწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწი-ნააღმდეგო ნებას, მოვალეობა--- დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

ნა-------------ს მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუ-თებული და სამართლიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვა-–-სწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოცია-–-ზაციას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულება--- გათვა-–-სწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის ინდივიდუა-–-ზაციის პრინციპის, კონკრეტული ქმედებისა და დამნაშავის პიროვნების გათვა-–-სწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოცია-–-ზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობა--- დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის, დამნაშავის პიროვნების და მისი წარსული ცხოვრების გათვა-–-სწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ ნა-------------ს მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოცია-–-ზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლება--- სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლება--- ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვა-–-სწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ნა------------- (პირადი ნომერი 19--------2) საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ა---სი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. ნი-------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2019 წლის 0- ოქტომბრის 14:00 საათიდან.

 

4.ნა-------------ს მიმართ გამოყენებული შეთანხმება გაუსვლელობისა და სა---ნადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი

 

ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)

 

მოსამართლე: ნატრული აკობია