განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100119003183709
№1/266-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ა-–---------- კ-------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: მ----- მ---–----–---,ბრალდებული: თ----- რ-------,მამის სახელი: ზ-------,დაბადებული: 0--------- წელი,დაბადების ადგილი: საქართველო,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-,პირადი ნომერი: 3----------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე,რეგისტრირებული:ს-----ს რ------, ს------–- ძ---–- ს-----;
მცხოვრები: ქ. ს-----, უ-------- ქუჩა N1--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის და ჯანმთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი - შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
ლ------ კ--------- ქ. ფ----–-, ჭ--------- ქუჩა N1---ში მდებარე საცხოვრებელი ბინა 2017 წლის დეკემბერში მიაქირავა გ---- მ---–----–---ს და მის მეუღლეს თ----- რ--------, რომლებიც 2018 წლის თებერვალში საცხოვრებლად საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. ლ------ კ---------- და მათ შორის ქირის თანხასთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი.
2018 წლის მარტის თვეში (04 მარტს, 06 მარტს, 08 მარტს და 09 მარტს), თ----- რ-------- უთანხმოების ნიადაგზე, თავის სარგებლობაში არსებული შპს „მ----------- ქ---––-“ ჩართული სააბონენტო ნომრით ‘5-----------“ და მისი მეუღლის გ---- მ---–----–---ს სარგებლობაში არსებული შპს „ვ----- ს----------–--“ ქ---––- ჩართული სააბონენტო ნომრით ‘5-----------“ ლ------ კ--------- შპს „მ-----------“ ქ---––- სააბონენტო ნომერზე „5-----------“ მიწერა სიცოცლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შემცველი წერილობითი შეტყობინებები, რამაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია.
ასევე, ლ------ კ--------- ქ. ფ----–-, ჭ--------- ქუჩა N1---ში მდებარე საცხოვრებელ ბინა 2017 წლის დეკემბერში მიაქირავა გ---- მ---–----–---ს და მის მეუღლეს თ----- რ--------, რომლებიც 2018 წლის თებერვალში საცხოვრებლად საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. ლ------ კ---------- და მათ შორის ქირის თანხასთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი.
2018 წლის მარტის თვეში (04 მარტს, 06 მარტს, 08 მარტს და 09 მარტს), თ----- რ-------- უთანხოების ნიადაგზე, თავის სარგებლობაში არსებული შპს „მ----------- ქ---––-“ ჩართული სააბონენტო ნომრით „5-----------“ და მისი მეუღლის გ---- მ---–----–---ს სარგებლობაში არსებული შპს „ვ----- ს----------–--“ ქ---––- ჩართული სააბონენტო ნომრით „5-----------“ ლ------ კ--------- შპს „მ-----------“ ქ---––- სააბონენტო ნომერზე „5-----------“, გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები და დარწმუნებულმა იმაში, რომ მათ წაიკითხავდა ც---- კ-------- მიუთითა, რომ ეს უკანასკნელი იყო შვილად აყვანილი, ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები წაიკითხა არასრულწლოვანმა ც---- კ---------, რითაც მისთვის ცნობილი გახდა მისი შვილად აყვანის შესახებ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა თ----- რ-------- მიერ ლ------ კ--------- მიმართ მუქარის და შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნების ფაქტის დასადასტურებლად და თვლის, რომ ეს მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ თ----- რ-------- ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
2.2. ბრალდებულს ბრალი ედება სიცოცხლის მოსპობის და ჯანმთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებაში მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე.
ბრალდებულმა თ----- რ-------- თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
2.3. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის მარტის თვეში (04 მარტს, 06 მარტს, 08 მარტს და 09 მარტს), თ----- რ-------- უთანხმოების ნიადაგზე, თავის სარგებლობაში არსებული შპს „მ----------- ქ---––-“ ჩართული სააბონენტო ნომრით ‘5-----------“ და მისი მეუღლის გ---- მ---–----–---ს სარგებლობაში არსებული შპს „ვ----- ს----------–--“ ქ---––- ჩართული სააბონენტო ნომრით ‘5-----------“ ლ------ კ--------- შპს „მ-----------“ ქ---––- სააბონენტო ნომერზე „5-----------“ მიწერა სიცოცლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შემცველი წერილობითი შეტყობინებები, რამაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია. ასევე, 2018 წლის მარტის თვეში (04 მარტს, 06 მარტს, 08 მარტს და 09 მარტს), თ----- რ-------- უთანხოების ნიადაგზე, თავის სარგებლობაში არსებული შპს „მ----------- ქ---––-“ ჩართული სააბონენტო ნომრით „5-----------“ და მისი მეუღლის გ---- მ---–----–---ს სარგებლობაში არსებული შპს „ვ----- ს----------–--“ ქ---––- ჩართული სააბონენტო ნომრით „5-----------“ ლ------ კ--------- შპს „მ-----------“ ქ---––- სააბონენტო ნომერზე „5-----------“, გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები და დარწმუნებულმა იმაში, რომ მათ წაიკითხავდა ც---- კ-------- მიუთითა, რომ ეს უკანასკნელი იყო შვილად აყვანილი, ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები წაიკითხა არასრულწლოვანმა ც---- კ---------, რითაც მისთვის ცნობილი გახდა მისი შვილად აყვანის შესახებ.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ თ----- რ-------- მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: ლ------ კ--------- გამოკითხვის ოქმით, ც---- კ--------- გამოკითხვის ოქმით და მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით და გამოთხოვილი ინფორმაციით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა, მაშინ როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ან/და ქონების განადგურებით, ეს უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას და სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ან მოსალოდნელი საფრთხის რეალური აღქმა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მუქარის განმახორციელებელი პირის პიროვნება, მისი დამოკიდებულება მუქარის ადრესატთან, მუქარის ხერხი და სხვა.
2.4. შვილად აყვანის ინსტიტუტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც მიმართულია ოჯახის განმტკიცებისა და ბავშვის ინტერესების დასაცავად. შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება ბიოლოგიური მშობლის (გამშვილებლის) შესახებ აკრძალულია ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) თანხმობის გარეშე. საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა, როდესაც შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება ხდება მშვილებლის სურვილის გარეშე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს შვილად აყვანილისა ან სხვა პირისათვის ზეპირი ან წერილობითი ფორმით შეტყობინების მეშვეობით, შეიძლება მოხდეს როგორც ერთი პირისათვის შეტყობინებით, ისე ყველანაირი ინფორმაციის საშუალების მეშვეობით. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
2.5. ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ თ----- რ-------- მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - სიცოცხლის მოსპობის და ჯანმთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით - შვილად აყვანილ საიდუმლოების გამჟღავნებაში მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ----- რ-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
თ----- რ-------- პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.2. ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: თ----- რ-------- სამართალწარმოების დაწყებისთანავე აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს შეულახავი წარსული.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
განსახილველ შემთხვევაში თ----- რ------- არ არის ნასამართლევი, რაც აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ----- რ-------- მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით და საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ექვს თვემდე ვადით.
აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, შეულახავი წარსული), ასევე დაცვის მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის, მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი და სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს თ----- რ-------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს 01 (ერთი) წელი გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლო თვლის, რომ დანიშნული სასჯელი და მისი პირობითად ჩათვლა, გახდება საფუძველი მომავალში თ----- რ-------- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----- რ------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ინკრიმინირებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ----- რ-------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ თ----- რ-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, ასევე გაუქმდეს თ----- რ-------- მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა;
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ----- რ-------- დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
4. მსჯავრდებულ თ----- რ-------- ქცევაზე კონტროლი, საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
- დაზარალებულ ლ------ კ----------გან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--–-, დაუბრუნდეს დაზარალებულს ლ------ კ---------.
6. თ----- რ-------- მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 01 (ერთი) წლის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან, 2019 წლის 30 სექტემბრიდან.
7. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე