1. ამ რეგულაციის მე-14 და მე-15 მუხლებში გათვალისწინებული აკრძალვები არ ვრცელდება საკუთარი აქციებით ვაჭრობაზე საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამების დროს, როდესაც:

პროგრამის დეტალები სრულყოფილადაა გასაჯაროებული ვაჭრობის დაწყებამდე;

მე-3 პუნქტის შესაბამისად ვაჭრობის ადგილის კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ვაჭრობა საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამის ნაწილია და, შესაბამისად, ეს გაცხადებულია საჯაროდ;

ფასთან და მოცულობასთან დაკავშირებული შესაბამისი ზღვრები დაცულია;

იგი ხორციელდება მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებისა და ამ მუხლსა და მე-6 პუნქტში გათვალისწინებულ მარეგულირებელ ტექნიკურ სტანდარტებში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. 1-ელ პუნქტში გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს:

ემიტენტის კაპიტალის შემცირება;

წილობრივ ინსტრუმენტებში გაცვლადი სავალო ფინანსური ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება;

ოპციონის პროგრამისგან, ან ემიტენტის ან მასთან დაკავშირებული კომპანიის ადმინისტრაციული, მართვის ან ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომლებს ან წევრებს შორის აქციების სხვაგვარი განაწილებისგან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება.

3. 1-ელ პუნქტში გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, ემიტენტმა ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც აქციები დაშვებულია სავაჭროდ ან ვაჭრობენ აქციებით, უნდა შეატყობინოს საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამასთან დაკავშირებული თითოეული გარიგების შესახებ, მათ შორის, (EU) No 600/2014 რეგულაციის 25-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებში და 26-ე მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებში განსაზღვრული ინფორმაციის შესახებ.

4. ამ რეგულაციის მე-14 და მე-15 მუხლებში გათვალისწინებული აკრძალვები არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების სტაბილიზაციის მიზნით ფასიანი ქაღალდებით ან თანმხლები ინსტრუმენტებით ვაჭრობაზე, თუ:

სტაბილიზაციის პერიოდი შეზღუდულია;

სტაბილიზაციის შესახებ ინფორმაცია გამჟღავნებულ და უწყებულ იქნა ვაჭრობის ადგილის კომპეტენტური ორგანოსთვის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ფასის შესაბამისი ზღვრები დაცულია;

ამგვარი ვაჭრობა აკმაყოფილებს მე-6 პუნქტში მითითებულ მარეგულირებელ ტექნიკურ სტანდარტებში განსაზღვრულ სტაბილიზაციის პირობებს.

5. 23-ე მუხლის 1-ელი პუნქტის გათვალისწინებით, სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ყველა გარიგების დეტალები ემიტენტებმა, ოფერენტებმა ან სტაბილიზაციის განმახორციელებელმა სუბიექტებმა, მიუხედავად იმისა, მოქმედებენ თუ არა ისინი ამგვარი პირების სახელით, უნდა შეატყობინონ ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს ამგვარი გარიგებების აღსრულების თარიღიდან, არაუგვიანეს, მეშვიდე დღიური საბაზრო სესიის დასრულებამდე.

6. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რათა განისაზღვროს პირობები, რომელთაც საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამები და 1-ელ და მე-4 პუნქტებში მითითებული სტაბილიზაციის ღონისძიებები უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, ვაჭრობის პირობები, დროსა და მოცულობასთან დაკავშირებული შეზღუდვები, გამჟღავნების პირობები და ანგარიშგების ვალდებულება და ფასთან დაკავშირებული პირობები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისა