1. რეგულირებული ბაზრების ბაზრის ოპერატორები და საინვესტიციო კომპანიები და მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში მომუშავე ბაზრის ოპერატორები დაუყოვნებლივ ატყობინებენ ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის შესახებ, რომლის ვაჭრობის ადგილზე სავაჭროდ დასაშვებად წარდგენილია მოთხოვნა, რომელიც სავაჭროდ დაშვებულია ან რომელიც პირველად გადის სავაჭროდ.

ასევე, ისინი დაუყოვნებლივ ატყობინებენ ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობის ან სავაჭროდ დაშვების შეწყვეტის შესახებ, თუ თარიღი, როდესაც წყდება ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობა ან სავაჭროდ დაშვება ცნობილია და მითითებული იყო 1-ელი ქვეპუნქტის შესაბამისად გაგზავნილ შეტყობინებაში.

საჭიროებიდან გამომდინარე, ამ პუნქტში მითითებული შეტყობინება უნდა მოიცავდეს ფინანსური ინსტრუმენტების დასახელებასა და იდენტიფიკატორებს და სავაჭროდ დაშვების მოთხოვნის თარიღსა და დროს, სავაჭროდ დაშვების თარიღსა და დროს და სავაჭროდ პირველად გატანის თარიღსა და დროს.

ბაზრის ოპერატორები და საინვესტიციო კომპანიები ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს, ასევე, აწვდიან მე-3 ქვეპუნქტში განსაზღვრულ ინფორმაციას ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომელთა სავაჭროდ დაშვებაც მოთხოვნილი იყო ან რომლებიც სავაჭროდ დაშვებულ იქნა 2014 წლის 2 ივლისამდე და რომლებიც ჯერ კიდევ დაშვებული იყო სავაჭროდ ან რომლებითაც ვაჭრობდნენ აღნიშნული თარიღისთვის.

2. ვაჭრობის ადგილის კომპეტენტური ორგანოები მიღებულ შეტყობინებებს დაუყოვნებლივ გადასცემენ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას 1-ელი პუნქტის შესაბამისად. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ შეტყობინებებს მიღებისთანავე აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე ჩამონათვალის სახით. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ ჩამონათვალს აახლებს მაშინვე, როდესაც ვაჭრობის ადგილის კომპეტენტური ორგანოდან იღებს შეტყობინებას. ჩამონათვალი არ ზღუდავს ამ რეგულაციის მოქმედების სფეროს.

3. ჩამონათვალში უნდა შევიდეს შემდეგი ინფორმაცია:

ფინანსური ინსტრუმენტების დასახელებები და იდენტიფიკატორები, რომელთა სავაჭროდ დასაშვებად წარდგენილია მოთხოვნა, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ ან რომლებიც პირველად გახის სავაჭროდ რეგულირებულ ბაზრებზე, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებსა და ორგანიზებულ სავაჭრო სისტემებში;

სავჭროდ დაშვების მოთხოვნის, სავაჭროდ დაშვების ან სავაჭროდ პირველად გაშვების თარიღი და დრო;

ვაჭრობის ადგილების დეტალები, სადაც ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დასაშვებად წარდგენილია მოთხოვნა, სადაც ისინი დაშვებულია სავაჭროდ ან სადაც ისინი პირველად გადის სავაჭროდ;

თარიღი და დრო, როდესაც წყდება ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა ან სავაჭროდ დაშვება.

4. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს:

1-ელ პუნქტში მითითებული შეტყობინებების შინაარსს;

მე-3 პუნქტში მითითებული ჩამონათვალის შედგენის, გამოქვეყნებისა და შენახვის მეთოდსა და პირობებს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად[6].

5. ამ მუხლის გამოყენებისთვის ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს 1-ელ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული შეტყობინებების წარდგენის ვადებს, ფორმატსა და ნიმუშს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისა