1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

„ფინანსური ინსტრუმენტი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-15 ქვეპუნქტში განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტი;

„საინვესტიციო კომპანია“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 1-ელ ქვეპუნქტში განსაზღვრული საინვესტიციო კომპანია;

„საკრედიტო დაწესებულება“ არის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 575/2013 დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 1-ელ ქვეპუნქტში განსაზღვრული საკრედიტო დაწესებულება1;

„საფინანსო ინსტიტუტი“ არის (EU) No 575/2013 რეგულაციის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 26-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული საფინანსო ინსტიტუტი;

„ბაზრის ოპერატორი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-18 ქვეპუნქტში განსაზღვრული ბაზრის ოპერატორი;

„რეგულირებული ბაზარი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 21-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული რეგულირებული ბაზარი;

„მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 22-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული მრავალმხრივი სისტემა;

„ორგანიზებული სავაჭრო სისტემა“ ან „OTF“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 23-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული სისტემა ან ობიექტი ევროკავშირში;

„მიღებული საბაზრო პრაქტიკა“ არის სპეციფიკური საბაზრო პრაქტიკა, რომელიც მიღებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ მე-13 მუხლის შესაბამისად;

„ვაჭრობის ადგილი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 24-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული ვაჭრობის ადგილი;

„მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდი ბაზარი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-12 ქვეპუნქტში განსაზღვრული მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდი ბაზარი;

„კომპეტენტური ორგანო“ არის 22-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული ორგანო, თუ არ არსებობს სხვა მითითება ამ რეგულაციაში;

„პირი“ არის ფიზიკური ან იურიდიული პირი;

„საქონელი“ არის კომისიის (EC) No 1287/2006 რეგულაციის მე-2 მუხლის 1-ელ ქვეპუნქტში განსაზღვრული საქონელი[2];

„სპოტური კონტრაქტი“ არის ხელშეკრულება სპოტურ ბაზარზე გასაყიდი საქონლის მისაწოდებლად, რომელიც მიეწოდება გარიგების დადებისთანავე. იგი არის ხელშეკრულება ისეთი საქონლის მისაწოდებლად, რომელიც არ არის ფინანსური ინსტრუმენტი, მათ შორის, ფიზიკურად დადებული ფორვარდული კონტრაქტი;

„სპოტური ბაზარი“ არის სასაქონლო ბაზარი, სადაც საქონელი იყიდება ნაღდ ფულზე და მიეწოდება გარიგების დადებისთანავე, ასევე, სხვა არაფინანსური ბაზრები, როგორებიცაა: ფორვარდული სასაქონლო ბაზრები;

„საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამა“ არის საკუთარი აქციებით ვაჭრობა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012/30/EU დირექტივის 21-ე-27-ე მუხლების შესაბამისად[3];

„ალგორითმული ვაჭრობა“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 39-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული ალგორითმული ვაჭრობა;

„ემისიის კვოტა“ არის 2014/65/EU დირექტივის I დანართის C სექციის მე-11 ქვეპუნქტში მითითებული ემისიის კვოტა;

„ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილე“ არის ნებისმიერი პირი, რომელიც შედის გარიგებებში, მათ შორის, ათავსებს ვაჭრობის შეკვეთებს, ემისიის კვოტებს, მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტებს ან მათ წარმოებულებს და რომელზეც არ ვრცელდება მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში გათვალისწინებული გადასახადისგან განთავისუფლება;

„ემიტენტი“ არის იურიდიული პირი, რომელიც რეგულირდება კერძო ან საჯარო სამართალის მიხედვით და რომელიც უშვებს ფინანსურ ინსტრუმენტებს ან სთავაზობს ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვებას და, დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში, რომლებიც წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტებს, ემიტენტი არის წარმოდგენილი ფასიანი ინსტრუმენტების გამომშვები;

„საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილი ენერგოპროდუქცია“ არის (EU) No 1227/2011 რეგულაციის მე-2 მუხლის მე-4 ქვეპუნქტში განსაზღვრული საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილი ენერგოპროდუქცია;

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანო“ არის (EU) No 1227/2011 რეგულაციის მე-2 მუხლის მე-10 ქვეპუნქტში განსაზღვრული ეროვნული მარეგულირებელი ორგანო;

„სასაქონლო დერივატივები“ არის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 600/2014 რეგულაციის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის 30-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული სასაქონლო დერივატივები[4];

„ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირი“ არის პირი ემიტენტის ფარგლებში, ემისიის კვოტების ბაზრის ან სხვა სუბიექტის მონაწილე, რომელიც მითითებულია მე-19 მუხლის მე-10 პუნქტში და რომელიც არის:

ამ სუბიექტის ადმინისტრაციული, მართვის ან ზედამხედველობის ორგანოს წევრი; ან

უფროსი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელიც არ არის (a) ქვეპუნქტში მითითებული ორგანოების წევრი, რომელსაც აქვს რეგულარული ვწდომა, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ამ სუბიექტთან დაკავშირებულ შიდა ინფორმაციაზე და უფლებამოსილება, მიიღოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რომლებიც უარყოფით გავლენას იქონიებს აღნიშნული სუბიექტის განვითარებასა და ბიზნეს პერსპექტივებზე;

„მჭიდროდ დაკავშირებული პირი“ არის:

მეუღლე ან ეროვნული კანონმდებლობით მეუღლესთან გათანაბრებული პარტნიორი;

დამოკიდებული ბავშვი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

ნათესავი, რომელიც შესაბამისი გარიგების დადების დღემდე იმავე ოჯახში ცხოვრობდა, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში;

▼C1

იურიდიული პირი, ტრასტი ან ამხანაგობა, რომლის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს აღასრულებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახცორციელებელი პირი ან (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული პირი, ან რომელსაც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, აკონტროლებს ამგვარი პირი, ან რომელიც შექმნილია ამგვარი პირის ინტერესებისთვის ან რომლის ეკონომიკური ინტერესები, ძირითადად, ემთხვევა ამგვარი პირის ეკონომიკურ ინტერესებს;

▼B

„მონაცემთა მოძრაობის სააღრიცხვო დოკუმენტები“ არის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/58/EC დირექტივის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში განსაზღვრული მონაცემთა მოძრაობის სააღრიცხვო დოკუმენტები[5];

„გარიგებების პროფესიონალურ დონეზე მომწესრიგებელი ან აღმასრულებელი პირი“ არის პირი, რომელიც იღებს და გადასცემს ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ შეკვეთებს ან აღასრულებს გარიგებებს პროფესიონალურ დონეზე;

„ორიენტირი“ არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ან გამოქვეყნებული ნებისმიერი განაკვეთი, ინდექსი ან ციფრი, რომელსაც პერიოდულად ან რეგულარულად ადგენენ ფორმულით ან ერთი ან რამდენიმე საბაზო აქტივის ან ფასის ღირებულების საფუძველზე, მათ შორის, საორიენტაციო ფასის, რეალური ან საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთების ან სხვა ღირებულებების ან კვლევების საფუძველზე და რომლის გათვალისწინებითაც განისაზღვრება ფინანსური ინსტრუმენტის მიხედვით გადასახდელი თანხა ან ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება;

„მარკეტმეიკერი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-7 ქვეპუნქტში განსაზღვრული მარკეტმეიკერი;

„წილების შეძენა“ გულიხმობს კომპანიის ფასიანი ქაღალდების შეძენას, რომელიც არ წარმოშობს ამ კომპანიასთან დაკავშირებით მსხვილი პაკეტის ნასყიდობის შესახებ საჯარო შეთავაზების გამოცხადების სამართლებრივ ან მარეგულირებელ ვალდებულებას;

„ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე“ არის პირი, რომელიც მიეკუთვნება მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის (a) – (d) ქვეპუნქტებში ან მე-11 მუხლის მე-2 პუქტში განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიას და ამჟღავნებს ინფორმაციას ბაზრის ზონდირებისას;

„მაღალი სიხშირის ვაჭრობა“ არის მაღალი სიხშირის ალგორითმული ვაჭრობის მეთოდი, რომელიც განსაზღვრულია 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-40 ქვეპუნქტში;

„ინფორმაცია საინვესტიციო სტრატეგიის რეკომენდირების ან შეთავაზების შესახებ“ არის ინფორმაცია:

რომელიც წარმოდგენილია დამოუკიდებელი ანალიტიკოსის, საინვესტიციო კომპანიის, საკრედიტო დაწესებულების, ნებისმიერი სხვა პირის მიერ, რომლის მთავარი საქმიანობა საინევსტიციო რეკომენდაციების შემუშავებაა, ან ფიზიკურ პირის მიერ, რომელიც მასზე მუშაობს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ან სხვა საფუძველზე და, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საუბრობს კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე ფინანსურ ინსტრუმენტთან ან ემიტენტთან დაკავშირებით;

რომელიც წარმოდგენილია ისეთი პირების მიერ, რომლებიც არ არიან (i) ქვეპუნქტში მითითებული პირები და რომლებიც უშუალოდ სთავაზობენ კონკრეტულ საინვესტიციო გადაწყვეტილებას ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით;

„საინვესტიციო რეკომენდაციები“ არის, აშკარა ან ფარული, ინფორმაცია საინვესტიციო სტრატეგიის რეკომენდირების ან შეთავაზების შესახებ, რომელიც ეხება ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ინსტრუმენტს ან ემიტენტს, მათ შორის, ნებისმიერი მოსაზრება ამგვარი ინსტრუმენტების მიმდინარე ან სამომავლო ღირებულების შესახებ, განკუთვნილი დისტრიბუციის არხების ან საზოგადოებისთვის.

2. მე-5 მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

„ფასიანი ქაღალდები“ არის:

აქციები და აქციებთან გათანაბრებული სხვა ფასიანი ქაღალდები;

ობლიგაციები და სხვა ფორმის დაცული სესხები; ან

დაცული სესხი, რომელიც კონვერტირდება ან იცვლება აქციებში ან აქციებთან გათანაბრებულ სხვა ფასიან ქაღალდებში.

„თანმხლები ინსტრუმენტები“ არის ქვემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტები, მათ შორის, ინსტრუმენტები, რომლებიც არ არის დაშვებული სავაჭროდ ან რომლებითაც არ ვაჭრობენ ვაჭრობის ადგილას ან რომელთა სავაჭროდ დაშვება ვაჭრობის ადგილას არ მოუთხოვიათ:

ხელშეკრულებები ან ფასიანი ქაღალდების გამოწერა, შეძენა ან გაყიდვა;

ფასიანი ქაღალდების ფინანსური დერივატივები;

როდესაც ფასიანი ქაღლდები კონვერტირდება ან იცვლება სავალო ინსტრუმენტებში, ფასიანი ქაღალდები, რომლებშიც ამგვარი კონვერტირებადი ან გაცვლადი სავალო ინსტრუმენტები შეიძლება კონვერტირდეს ან გაიცვალოს;

ინსტრუმენტები, რომლებიც გამოშვებული ან უზრუნველყოფილია ემიტენტის ან ფასიანი ქაღალდების უზრუნველმყოფის მიერ და რომელთა საბაზრო ფასი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ფასიანი ქაღალდების ფასზე ან პირიქით;

როდესაც ფასიანი ქაღალდები არის აქციებთან გათანაბრებული ფასიანი ქაღალდები, ამ ფასიანი ქაღალდებით წარმოდგენილი აქციები და აქციებთან გათანაბრებული ნებისმიერი სხვა ფასიანი ქაღალდი;

„მნიშვნელოვანი გავრცელება“ არის ფასიანი ქაღალდების პირველადი ან მეორადი შეთავაზება, რაც განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან როგორც შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების ღირებულების, ისე გამოსაყენებელი გაყიდვის მეთოდის თვალსაზრისით;

„სტაბილიზაცია“ არის ფასიანი ქაღალდების შესყიდვა ან შესყიდვის შეთავაზება, ან გარიგება მასთან გათანაბრებულ თანმხლებ ინსტრუმენტებზე, რომელსაც ახორციელებს საკრედიტო დაწესებულება ან საინვესტიციო კომპანია ამგვარი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი გავრცელების კონტექსტში, რათა გაამყაროს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასი წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში, ამგვარი ფასიანი ქაღალდების გაყიდვის წინადადებების მოზღვავების გამ