1. ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება მისი გადაცემის, გახმაურების ან გამოყენების მიზნით, აგრეთვე ასეთი ინფორმაციის უკანონოდ გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება, −

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

ბ) ჩადენილი არაერთგზის;

გ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით;

ე) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.

საქართველოს 2017 წლის
1

ივნისის

კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017