1. საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან/შეთანხმდებიან ან, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში.
3. არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულნი არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
4. მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაიცვან კონფიდენციალურობის საერთო პრინციპი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, ასევე საარბიტრაჟო განხილვის დეტალებისა და ნებისმიერი მასთან დაკავშირებული პროცედურის, დოკუმენტის, ინფორმაციის შესახებ, თუ ეს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია საარბიტრაჟო განხილვამდე არ გამხდარა საჯარო ინფორმაცია. ამ საერთო წესისაგან არსებობს გამონაკლისები, კერძოდ, როცა:
ა) მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვისა და გადაწყვეტილების საჯაროობას;
ბ) მხარეს სჭირდება ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გახმოვანება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უფლებების (გადაწყვეტილების ცნობა, აღსრულება, იძულებითი აღსრულება, გასაჩივრება სასამართლოში კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში) სარეალიზაციოდ.
5. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი არ აქვეყნებს (არ ხდის საჯაროს) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ან მის ნაწილს, თუ ამაზე არა აქვს მიღებული საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე ყველა მხარისა და საარბიტრაჟო სასამართლოს წინასწარი წერილობითი თანხმობა
შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · რედაქცია 06.09.2011
მუხლი 4. კონფიდენციალურობა
თავი II — საარბიტრაჟო წარმოების პრინციპები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების ზოგადი პრინციპები
- მუხლი 5. პასუხისმგებლობა
- მუხლი 6. საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 8. შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 9. გზავნილი და შეტყობინება
- მუხლი 10. წარმომადგენლობა და თანამონაწილეობა
- მუხლი 11. არბიტრის დანიშვნა
- მუხლი 12. არბიტრის აცილება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება“, მუხლი 4, №0, 06.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1472725/muxli-4/