2
7.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას დაიცვან კონფიდენციალურობის საერთო პრინციპი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, ასევე საარბიტრაჟო განხილვის დეტალებისა და ნებისმიერი მასთან დაკავშირებული პროცედურების, დოკუმენტების, ინფორმაციის შესახებ, თუ ეს დოკუმენტები და ინფორმაცია საარბიტრაჟო განხილვამდე არ გამხდარა საჯარო ინფორმაცია. ამ საერთო წესისაგან არსებობს გამონაკლისები, კერძოდ როცა:
ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმება ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვასა და გადაწყვეტილების საჯაროობას;
ბ) მხარეს სჭირდება ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გახმოვანება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უფლებების (იძულებითი აღსრულება; გასაჩივრება სასამართლოში კანონით გათალისწინებულ შემთხვევაში) სარეალიზაციოდ.
2
7.2. საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა ევალებათ ასევე არბიტრაჟს.
2
7.3. არბიტრაჟი არ აქვეყნებს (არ ხდის საჯაროს) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ან მის ნაწილს, თუ ამაზე არა აქვს მიღებული საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე ყველა მხარისა და საარბიტრაჟო კოლეგიის წინასწარი წერილობითი თანხმობ