28.1. არც არბიტრაჟი, არც საარბიტრაჟო კოლეგიის წევრი არბიტრი (მათ შორის, თავმჯდომარე და მისი ცალკეული წევრები), არც რეგისტრატორი (ისევე როგორც მისი თანამშრომლები), არც არბიტრები და ექსპერტები არ არიან პასუხისმგებელნი არც ერთი მხარის წინაშე საარბიტრაჟო განხილვის პროცესში წინამდებარე დებულების შესაბამისად განხორციელებული მოქმედებებისა და უმოქმედობისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარე დაამტკიცებს რომ ეს მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს წინასწარ განზრახ სამართალდარღვევას იმ პირის თუ ორგანოს მიერ, რომელიც მხარის მტკიცებით იყო პასუხისმგებელი ამ მოქმედებებსა თუ უმოქმედობაზე.

28.2. მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მასში დებულების მიხედვით შესწორებების და დამატებების შეტანის შესაძლებლობა ამოწურულია, არც არბიტრაჟი (მათ შორის, თავმჯდომარე და მისი ცალკეული წევრები), არც რეგისტრატორი (ისევე როგორც მისი თანამშრომლები), არც არბიტრები და არც ექსპერტები არ არიან ვალდებულნი გააკეთონ რაიმე სახის კომენტარები ან განცხადებები რომელიმე პირის წინაშე საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, უფრო მეტიც, არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება და არ უნდა სცადოს მოიწვიოს რომელიმე ეს პირი როგორც მოწმე რომელიმე სასამართლო საქმეზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას არბიტრაჟის შედეგებიდან გამომდინარ