2
5.1. თუ რომელიმე მხარე გაასაჩივრებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას მისი გაუქმების მიზნით და სასამართლო შეაჩერებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვას არბიტრაჟისათვის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით, არბიტრაჟი განაახლებს დავაზე საარბიტრაჟო განხილვას.
2
5.2. არბიტრაჟმა საარბიტრაჟო განხილვის განახლების შემდეგ ახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ ვადის განმავლობაში რა ვადითაც შეაჩერა სასამართლომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საკითხის განხილვა.
2
5.3. განახლებული საარბიტრაჟო განხილვის დასრულების შემდეგ, არბიტრაჟი იღებს ახალ გადაწყვეტილებას, რომლითაც ამავდროულად უქმდება სასამართლოში გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2
5.4. არბიტრაჟი ახალ გადაწყვეტილებას გადასცემს მხარეებს და სასამართლოს, რომელიც იხილავს გადაწყვეტილების გაუქმების საქმეს. სასამართლოს ასევე გადაეცემა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის დამამტკიცებელი დოკუმენტები.
2
5.5. იმ შემთვევაში, თუ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობას არ მოახდენს სასამართლო იმ მიზეზით, რომ არბიტრაჟის მიერ დარღვეული იყო საარბიტრაჟო წარმოების წესები ან არ იყო სრულად გამოკვლეული საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაბრუნებული იქნას საქმე წარმოებაში და არბიტრაჟს დაევალოს საქმის განხილვის განახლება. საქმის განხილვა წარიმართება და საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესების შესაბამისად.
2
5.6. იმ შემთვევაში, თუ არბიტრაჟი თავისი ინიციატივით ან ერთ–ერთი მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგენს, რომ არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო განხილვისას დარღვეული იყო საარბიტრაჟო წარმოების მნიშვნელოვანი დებულება ან არბიტრაჟის მიერ არ იყო სრულად გამოკვლეული საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ან შეიძლებოდა მოეხდინა საარბიტრაჟო განხილვის შედეგზე და ამავდროულად არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ არის სასამართლოს მიერ აღიარებული ან ნებაყოფილობით აღსრულებული, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაბრუნებული იქნას საქმე წარმოებაში და არბიტრაჟს დაევალოს საქმის განხილვის განახლება. საქმის განხილვა წარიმართება და საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესების შესაბამისა