29.1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და დამატებითი ხარჯები. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი (საარბიტრაჟო საზღაური) და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. დამატებით ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული და მტკიცებულებათა გამოთხოვის ან/და მათ უზრუნველყოფასთან გაწეული ხარჯები.
29.2. საარბიტრაჟო საზღაური გადახდილი უნდა იქნეს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) სამედიაციო შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნაზე;
გ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე
დ) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე.
29.3. საარბიტრაჟო სარჩელზე და შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე საარბიტრაჟო საზღაური განისაზღვრება შემდეგნაირად:
(ა) დავის საგნის ღირებულების 2%–ით, თუ დავის საგნის ღირებულება
25 000 ლარამდეა;
(ბ) დავის საგნის ღირებულების 1,7%–ით, თუ დავის საგნის ღირებულება
25 000 ლარიდან
80 000 ლარამდეა;
(გ) დავის საგნის ღირებულების 1,5%–ით, თუ დავის საგნის ღირებულება
80 000 ლარს აღემატება;
29.4. საარბიტრაჟო საზღაური არ შეიძლება იყოს
236 ლარზე ნაკლები და 10 000 ლარზე მეტი.
29.
5. სამედიაციო შეთანხმების და დავის მორიგებით დასრულებაზე ხელშეკრულების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების მოთხოვნაზე საარბიტრაჟო მოსაკრებელი შეადგენს დავის საგნის ღირებულების
2,5%–ს, მაგრამ არაუმეტეს 3500 (სამიათას ხუთასი) ლარს და არანაკლებ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს. სამედიაციო შეთანხმების/დავის მორიგების დასრულების ხელშეკრულების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების მოთხოვნაში უნდა ჩანდეს იმ დავის ღირებულება რომელიც დასრულდა სამედიაციო შეთანხმებით/მხარეთა მორიგებით.
29.
6. დავის საგნის ღირებულება მოსარჩელემ უნდა მიუთითოს საარბიტრაჟო სარჩელში (ან შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელში). თუ მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული დავის საგნის ღირებულება ან მითითებული ღირებულება აშკარად შეუსაბამობაშია დავის საგნის ნამდვილ ღირებულებასთან, დავის საგნის ღირებულებას თავისი ინიციატივით განსაზღვრავს არბიტრაჟი.
დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება:
(ა) თანხის ანაზღაურების მოთხოვნისას - მოთხოვნილი თანხით;
(ბ) გარკვეული მოქმედების ან უმოქმედობის შესახებ მოთხოვნაზე - მოსარჩელის ქონებრივი ინტერესების შესაბამისად.
29.
7. საარბიტრაჟო სარჩელში, რომელიც შედგება რამდენიმე მოთხოვნისაგან, თითოეულის ღირებულება უნდა განისაზღვროს ცალ-ცალკე. ასეთ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე და, შესაბამისად ცალ-ცალკე დგინდება საარბიტრაჟო საზღაურის ოდენობა.
29.
8. დავის საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სარჩელის შეტანის დროს არსებული საბაზრო ფასები.
29.
9. თუ საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს არბიტრაჟი, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდა ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად.
29.1
0. ცალკეულ შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარეს, კომპანიის პარტნიორების თანხმობით, შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის ან შეგებებული სარჩელის ავტორს შეუთანხმდეს საარბიტრაჟო საზღაურის სხვა ოდენობაზე. შეთანხმება ფორმდება წერილობით და წარმოადგენს ამ წესების/საარბიტრაჟო შეთანხმების (დათქმის) ნაწილს.
29.1
1. საარბიტრაჟო განხილვის პროცესში შესაძლოა წარმოიშვას შემდეგი ხარჯები:
(ა) საარბიტრაჟო ხელშეკრულებით გათალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (ქირა, ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება და ა.შ.);
(ბ) სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
(გ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
(დ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;
(ე) საჯარო გამოქვეყნების ხარჯები.
ექსპერტების, სპეციალისტების და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს, როგორც წესი გაიღებს მხარე (გადაიხდის ავანსის სახით), რომელმაც იშუამდგომლა მათ მოწვევაზე, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ იქნება დადგენილი. რაც შეეხება საჯარო გამოქვეყნების ხარჯებს, მას გასწევს მოსარჩელე მხარე, თუ მუდმივმოქმედი არბიტრაჟი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.
29.12. არბიტრაჟს შეუძლია ხარჯების დაფარვის მიზნით დააკისროს მხარეებს ვალდებულება გააკეთონ ერთჯერადად ან რამდენჯერმე შუალედური ან საბოლოო გადახდები. ეს თანხები ავანსის სახით უნდა ჩაირიცხოს კომპანიის ანგარიშზე, რომელსაც ის საარბიტრაჟო განხილვის პერიოდში გამოიყენებს არბიტრაჟის, არბიტრების, ექსპერტების მომსახურების და სხვა დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად.
29.13. არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა, თუ რეგისტრატორისაგან არ იქნება დასტური, რომ კომპანია ფლობს შესაბამის ფონდებს (საარბიტრაჟო საზღაური, ავანსი, დამატებითი ხარჯებისათვის).
29.14. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ შეიტანს ან უარს განაცხადებს შეიტანოს საჭირო ავანსი, არბიტრაჟის თავმჯდომარეს ან საარბიტრაჟო კოლეგიას შეუძლია სხვა მხარეს მოსთხოვოს ამ მხარის ნაცვლად ავანსის თანხის შემოტანა იმისათვის, რომ გაგრძელდეს საარბიტრაჟო განხილვა (ეს უნდა აისახოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში). ამ პირობებში მხარეს, რომელმაც სხვა მხარის სანაცვლოდ განახორციელა გადახდა, უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს უკან ეს თანხა (ამ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება აისახება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში)
29.15. საარბიტრაჟო საზღაურის ოდენობა 50%-ით მცირდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე, რასაც შედეგად მოყვა საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა. ამასთან, თუ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმა მხოლოდ მოთხოვნის ნაწილს შეეხება, მაშინ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა გავრცელდება ამ ნაწილის შესაბამისად გადახდილ საარბიტრაჟო საზღაურზე.
29.16. საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვის შეწყვეტის შემთხვევაში (გარდა 29.15-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მუდმივმოქმედი არბიტრაჟი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 80%-ს უბრუნებს მის შემომტანს.
29.17. საარბიტრაჟო საზღაურის ოდენობა შემცირდება 30%–ით, თუ მხარეებმა მორიგებით დაასრულეს დავა (ეს არ ეხება სამედიაციო შეთანხმების დამტკიცების საქმეებს). ამასთან, თუ მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა გავრცელდება ამ ნაწილის შესაბამისად გადახდილ საარბიტრაჟო საზღაურზე.
29.18. საარბიტრაჟო საზღაურის 90% უბრუნდება მის შემომტანს, თუ არბიტრაჟი უარს იტყვის დავის წარმოებაში მიღებაზე (საარბიტრაჟო განხილვის დაწყებაზე).
29.19. ამ მუხლის 29.15., 29.16, და 29.17. პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საარბიტრაჟო მოსაკრებლის შესაბამისი ნაწილი უბრუნდება მის შემომტანს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, ამ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საარბიტრაჟო მოსაკრებელმა, რომელიც რჩება არბიტრაჟს, არ შეიძლება შეადგინოს 29.4.-ე პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტაჟო მოსაკრებლის მინიმუმზე ნაკლები.
29.20. იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საარბიტრაჟო სასამართლო, როგორც წესი, დააკისრებს მეორე მხარეს (თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან). თუ საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება პრეტენზიის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ამასთან, თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით სააბირტრაჟო განხილვის დასულებამდე შეასრულა მოსარჩელის მოთხოვნა, მაშინ მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას საარბიტრაჟო სასამართლო როგორც წესი დააკისრებს მოპასუხეს.
29.21. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ან/და დამატებითი ხარჯების ავანსის სრულად და დაუყოვნებლივ გადაუხდელობა არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს როგორც საარბიტრაჟო სარჩელზე ან შემხვედრ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე უარად.
29.22. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის, როცა აღსრულება ხდება არბიტრაჟის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შეადგენს 90 ლარს.
29.23. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენამდე გამოყენებისას, არბიტრაჟი ადგენს მოსარჩელისათვის ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს საარბიტრაჟო მოსაკრებლის სრულად გადახდა და საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა. ამ ვადაში საარბიტრაჟო სარჩელის წარუდგენლობისას, არბიტრაჟი უფლებამოსილია გააუქმოს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები. ამ შემთხვევაში არ ხდება მოსარჩელისათვის 29.19.-ი პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის დაბრუნება.
29.24. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე არბიტრაჟის გადაწყვეტილებით შესაძლოა შემცირდეს საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ან მოხდეს მისი გადახდის სრულად ან ნაწილობრივ გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე.
29.25. არბიტრაჟსა და კორპორატიულ კლიენტს (კლიენტი რომელიც თავის საქმიანობის ფარგლებში დადებულ გარიგებაში ითვალისწინებს საარბიტრაჟო დათქმას და დავების განმხილვევლად უთითებს არბიტრაჟს) შორის ხელშეკრულების საფუძველზე, კორპორატიულ კლიენტთან დაკავშირებული დავებისათვის შესაძლოა დადგინდეს საარბიტრაჟო მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა და მათი გადახდის ამ დებულებისგან განსხვავებული ნორმები.
29.26. ამ მუხლში გათვალისწინებულ საარბიტრაჟო მოსაკრებელში შედის დამატებითი ღირებულების გადასახადი.
29.27. არბიტრაჟს შეუძლია დაადგინოს საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურებები, მათ შორის დოკუმენტის ასლის გადაღება, ფოსტით გაგზავნა, გამოქვეყნება და ა.შ., და ამ მომსახურების საზღაურ