9.1. მხარე, რომელიც ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხე მხარისათვის გარკვეული უფლების შეზღუდვას, იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც შესაძლოა აღსრულდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ვალდებულია გადაიხადოს საარბიტრაჟო ხარჯი ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
ადმინისტრაციული საზღაური ლარში
(დღგ–ს გარეშე)
– ნივთზე ყადაღის დადება, ან ნივთის გასხვისების, გაქირავების, გარდაქმნის, გაყოფის, გაერთიანების ან ნებისმიერი სხვა ფორმით სახის შეცვლის ან სამართლებრივი ბუნების შეცვლის შეზღუდვა.
100 ლარი - ერთ ნივთზე
200 ლარი - ორ ან მეტ ნივთზე
– საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, ან საბანკო ანგარიშებზე აქტიური ოპერაციების, კერძოდ, თანხის ანგარიშიდან გატანის, გადარიცხვის, კონვერტაციის უფლების შეზღუდვა გარკვეული თანხის ფარგლებში.
100 ლარი – ერთ კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშებთან დაკავშირებით;
200 ლარი – ორ ან მეტ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშებთან დაკავშირებით.
9.2. DRC-ის სამდივნოს შეუძლია განსაზღვროს ადმინისტრაციული საზღაური უფრო მცირე ოდენობით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის 9.1. პუნქტში მოცემულ ცხრილში, საქმის გარემოებების გათვალისწინები