ამ დანართის პირობები და აღნიშნულთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე ნებისმიერი არასახელშეკრულებო ვალდებულება განიმარტება და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ცხრილი №1
სარეგისტრაციო მოსაკრებელი, ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი
(ეს ცხრილი არ ეხება დებულების 33-ე მუხლის 33.1. პუნქტის (1)-ლი და მე-(2) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დავებს).
(1) სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს 1000 ლარს.
(2) ადმინისტრაციული საზღაური შეადგენს:
დავის ღირებულება (ლარში)
ადმინისტრაციული საზღაური ლარში
(დღგ–ს ჩათვლით)
–დან –მდე
100,000 ლარამდე
ცხრილი №2-ის მიხედვით
100,001 200,000
2000 + 100,000–ზე ზევით თანხის 2%
200,001 500,000
4,000 + 200,000–ზე ზევით თანხის 1,5%
500,000 1,000,000
8,500 + 500,000–ზე ზევით თანხის 1%
1,000,001 2,000,000
13,500 + 1,000,000–ზე ზევით თანხის 0,75 %
2,000,001 5,000,000
20,500 + 2,000,000–ზე ზევით თანხის 0,5%
5,000,001 10,000,000
35,500 + 5,000,000–ზე ზევით თანხის 0,25%, მაგრამ არაუმეტეს 50,000 ლარისა
შენიშვნა
: ერთი ქვეყნის რეზიდენტებს შორის დავის შემთხვევაში DRC-ის ადმინისტრაციული საზღაურის მაქსიმალური თანხა შეადგენს 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
(3)ჰონორარი ერთი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალისათვის და 3 არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის თავმჯდომარისათვის შეადგენს:
დავის ღირებულება (ლარში)
ერთი არბიტრის/არბიტრაჟის თავმჯდომარის ჰონორარი ლარში (გადასახადების ჩათვლით)
–დან –მდე
100,000 ლარამდე
ცხრილი №2-ის მიხედვით
100,001 200,000
1500 + 100,000–ზე ზევით თანხის 1,5%
200,001 500,000
3,000 + 200,000–ზე ზევით თანხის 1,25%
500,000 1,000,000
6,750 + 500,000–ზე ზევით თანხის 1%
1,000,001 5,000,000
11,750 + 1,000,000–ზე ზევით თანხის 0,5 %
5,000,001 10,000,000
31,750 + 5,000,000–ზე ზევით თანხის 0,25%
10,000,001–ზე მეტი თანხის შემთხვევაში
44,250 + 10,000,000–ზე ზევით თანხის 0,01%
შენიშვნა
: ერთი ქვეყნის რეზიდენტებს შორის დავის შემთხვევაში საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჰონორარის მაქსიმალური თანხა შეადგენს 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარს (გადასახადების ჩათვლით).
ცხრილი №2
საარბიტრაჟო ხარჯი (ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი)
(ცხრილი ეხება დებულების 33-ე მუხლის 33.1. პუნქტის (1)-ლი და მე-(2) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დავებს)
(1) საარბიტრაჟო ხარჯი (ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი) განისაზღვრება დავის ღირებულების 3,5% ოდენობით დღგ-ს ჩათვლით. საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობაა 300 (სამასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო მაქსიმალური ოდენობაა 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამასთან, თუ:
a. საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულია დავის განხილვისას ზეპირი მოსმენის გამართვა, საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობა შეადგენს 590 (ხუთას ოთხმოცდაათი) ლარს დღგ-ს ჩათვლით;
b. საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულია დავის განხილვა სამი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის მიერ, საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობა შეადგენს 708 (შვიდას რვა) ლარს დღგ–ს ჩათვლით და მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარს დღგ–ს ჩათვლით.
(2) არბიტრის, ასევე საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის ჰონორარი განისაზღვრება საარბიტრაჟო ხარჯის 10%-ის ოდენობით (მოიცავს გადასახადებს), მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა (მოიცავს გადასახადებს), ხოლო ამ ცხრილის 1-ლი პუნქტის ,,a.” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არანაკლებ 200 ლარისა (მოიცავს გადასახადებს). ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ტრიბუნალი დაკომპლექტდება სამი არბიტრით, თანაარბიტრის ჰონორარი შეადგენს ტრიბუნალის თავმჯდომარისათვის გათვალისწინებული ჰონორარის 50%-ს (მოიცავს გადასახადებს), რომელიც არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები (მოიცავს გადასახადებს).
(3) DRC-ის სამდივნოს შეუძლია ამ ცხრილის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არბიტრის ჰონორარი გაზარდოს საარბიტრაჟო ხარჯის 10%-დან 25%-მდე ოდენობით კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინები