2
4.1. მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ან იმ ვადის გასვლამდე, ვიდრე გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, წერილობით მიმართოს არბიტრაჟს და მოითხოვოს:
ა) გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა მსგავსი შეცდომები;
ბ) მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.
2
4.2. არბიტრაჟმა, თუ იგი მოითხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. შესწორება და განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.
2
4.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის 24.1. პუნქტის (ა) ქვეპუნქტში მითითებული შეცდომები.
2
4.4. მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ან იმ ვადის გასვლამდე, ვიდრე გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, წერილობით მიმართოს არბიტრაჟს და მოითხოვოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში.
2
4.5. მხარის მოთხოვნა უნდა ჩაჰბარდეს რეგისტრატურას, ან/და არბიტრაჟისათვის მოწოდებული იყოს არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეს შორის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული პირობების დაცვით
. რომელიც ამ მოთხოვნას გადასცემს სხვა მხარეებს და არბიტრს (არბიტრებს). არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშ