2
1.1. არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით უფლება აქვს:
(ა) დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი არბიტაჟის მიერ განსაზღვრულ საკითხებზე დასკვნების წარდგენის მიზნით;
(ბ) მოსთხოვოს მხარეებს წარუდგინონ ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, გადასცენ ექსპერტს დათვალიერებისათვის ან მისცენ შესაძლებლობა, დაათვალიეროს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან სხვა ნივთი.
2
1.2. ექსპერტის მიერ დასკვნა უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით.
2
1.3. ექსპერტის მიერ წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ არბიტრაჟს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადაო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით მოიწვიოს ექსპერტი საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. როგორც არბიტრებს ასევე მხარეებს უფლება აქვთ დაუსვან შეკითხვები ექსპერტს. მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლოა მოწვეულ იქნეს ასევე სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემად.
2
1.4. ნებისმიერი ექსპერტისათვის ჰონორარისა და ხარჯების ანაზღაურება ხდება დაინტერესებული მხარის მიერ (მხარე, რომელმაც დააყენა ექსპერტის მოწვევის შუამდგომლობა) ავანსად შემოტანილი თანხის ხარჯზე. თუ ექსპერტის დანიშვნა ხდება საარბიტრაჟო სასამართლოს ინიციატივით, ჰონორარის და ხარჯების მხარეებს შორის განაწილების საკითხი ჩამოყალიბდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში.
2
1.5. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ექსპერტის აცილება, თუ ექსპერტი:
ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელეა;
გ) მსჯავდებულია დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა;
დ) არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას; ან
ე) არა აქვს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია.
ვ) მონაწილეობას იღებდა განსახილველ დავაზე წარმოებულ მედიაციის პროცესში მედიატორად, ერთ–ერთი მხარის წარმომადგენლად ან სხვა სტატუსით.
2
1.6. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ექსპერტის აცილება ასევე იმ შემთხვევაში, როცა არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი ექსპერტის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში.
21.7. ექსპერტის აცილების პროცედურა განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დებულება წარმოადგენს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილს.
2
1.8. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს ექსპერტს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს 5 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდება შესაბამისი ექსპერტის დანიშვნა ან ამ დებულებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც ექსპერტის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ ექსპერტი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი განცხადების გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღეში. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება