15.1. საარბიტრაჟო მოპასუხემ შესაგებელი სააბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
15.2. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვ
ალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.
15.3. საარბიტრაჟო შესაგებელი უნდა მოიცავდეს:
(ა) მოსარჩელის მოთხოვნების სრულ ან ნაწილობრივ აღიარებას, ან უარყოფას;
(ბ) მოსარჩელის მიმართ შემხვედრი პრეტენზიების ხასიათისა და გარემოებების მოკლე აღწერას;
(გ) კომენტარებს იმ გარემოებათა და აქტების შესახებ, რომლითაც აფუძნებს თავის მოთხოვნებს მოსარჩელე საარბიტრაჟო პრეტენზიაში;
(დ) გარემოებებს
და მტკიცებულებებს
, რომლებსაც უდებ
ს საფუძვლად მოპასუხე შესაგებელს;
(ე) დოკუმენტების ნუსხა, რომელსაც მოპასუხე თან ურთავს შესაგებელს.
15.4. მოპასუხემ
საარბიტრაჟო შესაგებელთან ერთად შეუძლია წარმოადგინოს:
(ა) საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალი (მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებების საგარანტიო უზრუნველყოფა; მოსარჩელეზე იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალება რომელიც მასთან ინახება და რომლებზეც მოპასუხე ამყარებს თავის საარბიტრაჟო შესაგებელს; მტკიცებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება; მტკიცებულებათა უზრუნველყოფა), რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს მოპ
ასუხე;
(ბ) ნებისმიერი საბუთი რომელიც უკავშირდება საქმეს, ან მიუთითოს იმ საბუთებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებსაც ის შემდგომ წარმოადგენს;
(გ) არბიტრობის კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ( თუ ცნობილია), რომლის დანიშვნაც სურს მოპასუხეს, თუ მხარეთა მიერ არბიტრების დანიშვნა გათვალისწინებულია საარბიტრაჟო შეთანხმებით და არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესებს.

15.5. გამოიყენება დებულების მე–14 მუხლის წესები საარბიტრაჟო სარჩელის შესახე