1.  საარბიტრაჟო მოპასუხემ საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში უნდა მიაწოდოს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს/საარბიტრაჟო სასამართლოს საარბიტრაჟო სარჩელზე შეპასუხება (საარბიტრაჟო შესაგებელი), რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დასახელებას;
ბ) საარბიტრაჟო მოპასუხის სახელს (სახელწოდებას), მისამართს (იურიდიულ მისამართს), სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება;
გ) ინფორმაციას საარბიტრაჟო მოპასუხის წარმომადგენლ(ებ)ის შესახებ (სახელი, მისამართი, სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება), თუ შესაგებელი შეაქვს წარმომადგენელს;
დ) საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნების უარყოფას ან მათ სრულ/ნაწილობრივ აღიარებას;
ე) საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შემხვედრი მოთხოვნების ხასიათისა და გარემოებების მოკლე აღწერას;
ვ) კომენტარებს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებზეც აფუძნებს თავის მოთხოვნებს საარბიტრაჟო მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელში, ასევე იმ საპროცესო საკითხებზე, რომლის თაობაზე შუამდგომლობასაც აყენებს საარბიტრაჟო მოსარჩელე;
ზ) მტკიცებულებებსა და იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომლებსაც საარბიტრაჟო მოპასუხე საფუძვლად უდებს თავის შესაგებელს;
თ) არბიტრობის სასურველი კანდიდატის სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართს (თუ ცნობილია), რომლის დანიშვნაც სურს საარბიტრაჟო მოპასუხეს, თუ მხარეები არ შეთანხმებულან არბიტრის/არბიტრების მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ დანიშვნის წესზე;
ი) იმ საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალს, რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს საარბიტრაჟო მოპასუხე შესაგებლით (საარბიტრაჟო მოსარჩელეზე იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალება, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზეც საარბიტრაჟო მოპასუხე ამყარებს თავის შესაგებელს; მტკიცებულებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება; მტკიცებულებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება და ა.შ);
კ) დოკუმენტების ნუსხას, რომელსაც საარბიტრაჟო მოპასუხე თან ურთავს შესაგებელს.
2. საარბიტრაჟო მოსარჩელემ საარბიტრაჟო შესაგებელი და მასზე დართული დოკუმენტები უნდა წარადგინოს იმდენ ეგზემპლარად, რომ ერთი ეგზემპლარი დარჩეს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, ხოლო თითო ეგზემპლარი გათვალისწინებულ უნდა იქნეს თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის.
3. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს საარბიტრაჟო შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო განაგრძობს საქმის განხილვას. საარბიტრაჟო შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად. ამასთან, საარბიტრაჟო შესაგებლის წარუდგენლობა არ ართმევს საარბიტრაჟო მოპასუხეს შესაძლებლობას, უარყოს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნები ან წარადგინოს შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი