1. წინამდებარე დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამავე დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი”, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ, მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას და რომელიც საქმიანობას ახორციელებს მისი დებულებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) საარბიტრაჟო სასამართლო/არბიტრაჟი – არბიტრაჟის დებულებით განსაზღვრული წესით შექმნილი ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს;
გ) საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე – დავის ერთი არბიტრის მეშვეობით განხილვის შემთხვევაში – დავის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრი, ხოლო რამდენიმე არბიტრის მეშვეობით განხილვის შემთხვევაში – არბიტრი, რომელსაც არბიტრაჟის მიერ დაეკისრა საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქცია, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა პროცედურა არ იქნა დადგენილი;
დ) არბიტრი – ფიზიკური პირი, რომელსაც არბიტრაჟთან დადებული აქვს ხელშეკრულება არბიტრაჟის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის თაობაზე და რომელიც დანიშნულ იქნება მხარეთა შეთანხმების შესაბამისად მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის, მხარეთა, ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ;
ე) დავა – მხარეთა შორის წამოჭრილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც მხარეთა შეთანხმების შესაბამისად დაექვემდებარა მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს;
ვ) კანონი – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ”;
ზ) დებულება – წინამდებარე დოკუმენტი, რომელიც აწესრიგებს დავის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟში/არბიტრაჟში განხილვა-გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს;
თ) საარბიტრაჟო წარმოება – მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისა და სააბიტრაჟო სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის პროცედურა;
ი) მტკიცებულება – ნებისმიერი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო ადგენს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, მხარეთა მოთხოვნების სამართლებრივობას, ჭეშმარიტებას და დასაბუთებულობას;
კ) საარბიტრაჟო მოსაკრებელი – მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟში დავის განხილვისათვის დაწესებული თანხა;
ლ) მხარე – საარბიტრაჟო მოსარჩელე ან საარბიტრაჟო მოპასუხე;
მ) მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე და საარბიტრაჟო მოპასუხე ერთობლივად;
ნ) საარბიტრაჟო მოსარჩელე – მხარე, რომელიც დავის გადაწყვეტის მიზნით საარბიტრაჟო სარჩელით მიმართავს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს;
ო) საარბიტრაჟო მოპასუხე – პირი, რომლის წინააღმდეგაც წარდგენილია საარბიტრაჟო სარჩელი;
პ) საარბიტრაჟო შეთანხმება – მხარეთა შორის საარბიტრაჟო წარმოების დაწყებამდე/დაწყების შემდეგ წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება, მათ შორის, არსებული ან მოსალოდნელი ყველა ან ზოგიერთი დავის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ. საარბიტრაჟო შეთანხმებად განიხილება აგრეთვე ისეთი დოკუმენტი, რომელშიც გაკეთებულია დათქმა დავის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მეშვეობით განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ;
ჟ) სასამართლო – უფლებამოსილი რაიონული (საქალაქო)/საპელაციო/უზენაესი სასამართლო
შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · რედაქცია 06.09.2011
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
თავი I — შესავალი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების ზოგადი პრინციპები
- მუხლი 4. კონფიდენციალურობა
- მუხლი 5. პასუხისმგებლობა
- მუხლი 6. საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 8. შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 9. გზავნილი და შეტყობინება
- მუხლი 10. წარმომადგენლობა და თანამონაწილეობა
- მუხლი 11. არბიტრის დანიშვნა
- მუხლი 12. არბიტრის აცილება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება“, მუხლი 1, №0, 06.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1472725/muxli-1/