1. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო/საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე უწყებით (შეტყობინებით)/გზავნილით აცნობებს მხარეს/მის წარმომადგენელს არბიტრაჟის ყოველსხდომისა და მოსმენის ან/და ცალკეული საარბიტრაჟო მოქმედების შესრულების დროისა და ადგილის შესახებ.
2. მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტების ან/და თარჯიმნების დაბარება საარბიტრაჟო სასამართლოში წარმოებს აგრეთვე შეტყობინებით.
3. ნებისმიერი შეტყობინება ან/და გზავნილი ან/და მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შედგენილი უნდა იყოს წერილობით. შეტყობინება/გზავნილი უნდა გაიგზავნოს დაზღვეული წერილით (ფოსტით) ან კურიერის მეშვეობით, ან ფაქსით, ელექტრონული ფოსტით, ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს გზავნილის მიღების რეგისტრაციას. ნებისმიერი გზავნილი და შეტყობინება ჩაითვლება გაგზავნილად და გადაცემულად, თუ მათი გაგზავნა განხორციელდა შეტყობინების/გზავნილის მიწოდებისათვის დებულებით განსაზღვრული წესების დაცვით.
4. საარბიტრაჟო სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო მოქმედების შესრულების დროისა და ადგილის შესახებ მხარეს უნდა ეცნობოს შესაბამისი მოქმედების გამართვამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
• მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დასახელებას;
• მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ;
• საქმის დასახელებასა და დავის საგანს;
• დასაბარებელი პირის ვინაობას და იმას, თუ რა სტატუსით არის დაბარებული და მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს მუდმივმოქმედ კერძო აბიტრაჟს გამოუცხადებლობის მიზეზები;
• წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება.
6. შეტყობინების/გზავნილის ჩაბარების დრო აღინიშნება შეტყობინების/გზავნილის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს.
7. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს, შეტყობინების/გზავნილის გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს ან/და რომელ მისამართზე გაგზავნოს იგი.
8. შეტყობინება/გზავნილი უნდა ჩაბარდეს უშუალოდ ადრესატს, ორგანიზაციის შემთხვევაში, შეტყობინების/გზავნილის ჩაბარების მიზნებისათვის, ადრესატად განიხილება ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
9. თუ შეტყობინება/გზავნილი ვერ ჩაბარდა უშუალოდ ადრესატს, იგი შესაძლებელია ჩაბარდეს ადრესატის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ოჯახის სრულწლოვანი წევრებიც არ იმყოფებიან ადგილზე, მაშინ – იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს, დამქირავებელს, რომლებიც თანახმა იქნებიან, გადასცენ შეტყობინება/გზავნილი ადრესატს. მიმღები პირი ვალდებულია შეტყობინების/გზავნილის მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი, აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. შეტყობინება/გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება აღნიშნული პირების მიერ მისი მიღების დღიდან. ამასთან, ეს პირები ვალდებულნი არიან გზავნილი/შეტყობინება დაუყოვნებლივ ჩააბარონ ადრესატს.
10. საარბიტრაჟო განხილვის პერიოდში მხარის ნამდვილ მისამართად შეტყობინებისა და გზავნილის გადასაცემად, მიიჩნევა მხარის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილი, ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ან მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისათვის/საარბიტრაჟო სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართი, თუ ეს მხარე წერილობით არ აცნობებს საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე ყველა მხარეს, არბიტრებს და მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს მისამართის შეცვლის და ახალი მისამართის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას, შეტყობინება/გზავნილი იგზავნება მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისათვის/საარბიტრაჟო სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, შეტყობინება/გზავნილი ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
11. თუ ადრესატი უარს აცხადებს უწყების ჩაბარებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს საქმე.
12. მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს/საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას შეტყობინება/გზავნილი შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც დაევალა შეტყობინების/გზავნილის მიტანა, ვალდებულია უკან დააბრუნოს შეტყობინების/გზავნილის მეორე ეგზემპლარი შეტყობინების/გზავნილის მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით.
13. არბიტრაჟმა/საარბიტრაჟო სასამართლომ დასაბარებელ პირს შეტყობინება/გზავნილი შეიძლება გადასცეს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შენობაში (მის იურიდიულ მისამართზე).
14. თუ საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, შეტყობინება/გზავნილი ჩაბარდება მას, რომელიც ვალდებულია, ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს შეტყობინების/გზავნილის ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.
15. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის შეტყობინების/გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოიტანოს გადაწყვეტილება საჯარო შეტყობინების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის მეშვეობით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
16. თუკი გზავნილი/შეტყობინება ჩაბარდა დებულებით განსაზღვრული წესით, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს დავა მხარის/მხარეთა დაუსწრებლად, მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟში მოცემულ დავასთან დაკავშირებით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით.
17. შეტყობინების და გზავნილის გადაცემის ვადის ათვლის დაწყების თარიღად მიიჩნევა მათი ადრესატისათვის ჩაბარების დღე, ხოლო ელექტრონული საშუალებით შეტყობინების/გზავნილის მიწოდებისას, ელექტრონული შეტყობინების/გზავნილის გადაცემის დღე.
18. დებულებით გათვალისწინებული ვადები იწყებენ დენას შეტყობინების/გზავნილის მიწოდების დღიდან. თუ ადრესატის საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას, სადაც განხორციელდა გზავნილის/შეტყობინების მიწოდება, ვადის ამოწურვის ბოლო დღე წარმოადგენს უქმე დღეს, ვადის ამოწურვა გადაიდება მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე. უქმე და დასვენების დღეები, რომლებიც ექცევიან ვადის შუაში, ჩაითვლებიან ამ ვადაში.
19. მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს/საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ დროს გაახანგრძლივოს (მათ შორის ვადის ამოწურვის შემდეგაც) ან შეამციროს ნებისმიერი ვადა, გათვალისწინებული დებულებით ან/და საარბიტრაჟო შეთანხმებით
შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · რედაქცია 06.09.2011
მუხლი 9. გზავნილი და შეტყობინება
თავი III — საარბიტრაჟო წარმოების დაწყება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების ზოგადი პრინციპები
- მუხლი 4. კონფიდენციალურობა
- მუხლი 5. პასუხისმგებლობა
- მუხლი 6. საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 8. შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 10. წარმომადგენლობა და თანამონაწილეობა
- მუხლი 11. არბიტრის დანიშვნა
- მუხლი 12. არბიტრის აცილება
- მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 14. საარბიტრაჟო წარმოების დაწყება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება“, მუხლი 9, №0, 06.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1472725/muxli-9/