1. არც მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი, არც მისი თანამშრომლები, არც საარბიტრაჟო სასამართლო (მათ შორის, თავმჯდომარე), არც არბიტრ(ებ)ი, სპეციალისტები და ექსპერტები არ არიან პასუხისმგებელნი არც ერთი მხარის წინაშე საარბიტრაჟო განხილვის პროცესში წინამდებარე დებულების შესაბამისად განხორციელებული მოქმედებებისა და უმოქმედობისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარე დაამტკიცებს, რომ ეს მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს წინასწარ განზრახ სამართალდარღვევას იმ პირის თუ ორგანოს მიერ, რომელიც მხარის მტკიცებით იყო პასუხისმგებელი ამ მოქმედებებსა თუ უმოქმედობაზე.
2. მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მასში დებულების მიხედვით შესწორებების და დამატებების შეტანის შესაძლებლობა ამოწურული, არც მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი, არც მისი თანამშრომლები, არც საარბიტრაჟო სასამართლო (მათ შორის, თავმჯდომარე), არც არბიტრები, სპეციალისტები და ექსპერტები არ არიან ვალდებულნი, გააკეთონ რაიმე სახის კომენტარები ან განცხადებები რომელიმე პირის წინაშე საარბიტრაჟო წარმოების ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება, მოიწვიოს რომელიმე ეს პირი როგორც მოწმე რომელიმე სასამართლო საქმეზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას არბიტრაჟის შედეგებიდან გამომდინარე.
თავი III
საარბიტრაჟო წარმოების დაწყებ
შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · რედაქცია 06.09.2011
მუხლი 5. პასუხისმგებლობა
თავი II — საარბიტრაჟო წარმოების პრინციპები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების ზოგადი პრინციპები
- მუხლი 4. კონფიდენციალურობა
- მუხლი 6. საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 8. შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 9. გზავნილი და შეტყობინება
- მუხლი 10. წარმომადგენლობა და თანამონაწილეობა
- მუხლი 11. არბიტრის დანიშვნა
- მუხლი 12. არბიტრის აცილება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება“, მუხლი 5, №0, 06.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1472725/muxli-5/