1. თუ საარბიტრაჟო მოპასუხეს სურს საარბიტრაჟო მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად განხილულ იქნეს მისი შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი, მან ამ უფლებით უნდა ისარგებლოს პირველი საარბიტრაჟო სხდომის გამართვამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი განიხილება დამოუკიდებლად, თუ მუდმივმოქმედმა კერძო არბიტრაჟმა, ხოლო თუ საარბიტრაჟო სასამართლო ფორმირებულია – საარბიტრაჟო სასამართლომ, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე არ მიიღო სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2. საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენაზე სრულად ვრცელდება საარბიტრაჟო სარჩელის შედგენისა და წარდგენისათვის ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. საარბიტრაჟო სარჩელისა და შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელის ერთად განხილვისას, მათ იხილავს ის საარბიტრაჟო სასამართლო, რომლის ფორმირებაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი შესაგებლის ან/და შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელის ერთ ეგზემპლარს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, მისი მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში უგზავნის საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც ეძლევა 3 (სამი) დღის ვადა შესაგებელზე/საარბიტრაჟო სარჩელზე საკუთარი წერილობითი პოზიციის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისათვის წარსადგენად. ამ ვადის განმავლობაში შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობა არ ართმევს საარბიტრაჟო მოსარჩელეს შესაძლებლობას, უარყოს საარბიტრაჟო მოპასუხის მოთხოვნები
შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · რედაქცია 06.09.2011
მუხლი 8. შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი
თავი III — საარბიტრაჟო წარმოების დაწყება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 8. შესაგებელი, შემხვედრი საარბიტრაჟო მოთხოვნა
- მუხლი 16. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 36. იმ შემთხვევების გარდა, როცა საქმე შემხვედრ სარჩელს ან საწინააღმდეგო მოსაზრებას არ ეხება, რომელიც განცხადებულია იმ სარჩელის განხილვის ერთ-ერთ სტადიაზე, რომელიც მიეკუთვნება ამავე გადაზიდვის ხელშეკრულები
- მუხლი 30. საარბიტრაჟო სარჩელი, საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 21. შემხვედრი სახიფათო პირობები ფრენისას
- მუხლი 30. შემხვედრი სახიფათო პირობები ფრენისას
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების ზოგადი პრინციპები
- მუხლი 4. კონფიდენციალურობა
- მუხლი 5. პასუხისმგებლობა
- მუხლი 6. საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 9. გზავნილი და შეტყობინება
- მუხლი 10. წარმომადგენლობა და თანამონაწილეობა
- მუხლი 11. არბიტრის დანიშვნა
- მუხლი 12. არბიტრის აცილება
- მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება“, მუხლი 8, №0, 06.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1472725/muxli-8/