1. საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
2. საქმის გარემოებათა გასარკვევად საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. მხარეებს ეძლევათ უფლება (და რეკომენდირებულია), თავისი შეხედულებისამებრ შეთანხმდნენ საარბიტრაჟო წარმოების პროცედურებზე, იმ პირობით რომ ის არ მოვა წინააღმდეგობაში კანონთან ან/და დებულების წესებთან და ამასთან, განუხრელად იქნება დაცული საარბიტრაჟო წარმოების საერთო პრინციპები:
•    თითოეული მხარის მიმართ სამართლიანი და მიუკერძოებელი დამოკიდებულება, რითაც თითოეულ მხარეს მიეცემა თანაბარი საშუალება, წარმოადგინოს თავისი პოზიცია და უარყოს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები;
•    თავიდან უნდა იქნეს აცილებული ზედმეტი ხარჯი და დროის გაჭიანურება დავის საბოლოო გადაწყვეტისათვის.
4. მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განახორციელონ მათზე დამოკიდებული ყველა ღონისძიება საარბიტრაჟო წარმოების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარებისათვის