14.1. მხარე,რომელსაც სურს დაიწყოს დავის საარბიტრაჟო განხილვა ამ დებულების შესაბამისად (შემდგომ - მოსარჩელე), თავის საარბიტრაჟო სარჩელს გადასცემს ამ დებულებით გათვალისწინებული წესებით
. საარბიტრაჟო სარჩელში
უნდა აისახოს:
(ა) დავის თითოეული მხარის სახელი, გვარი, მისამართი, ასევე ასეთის არსებობის შემთხვევაში
ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ალტერნატიული მისამართი და მხარისათვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები
;
(ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება ან ის დოკუმენტი, რომელშიც გაკეთე
ბულია საარბიტრაჟო დათქმა (შემდგომში - საარბიტრაჟო შეთანხმება), რომელსაც ეყრდნობა მოსარჩელე დავის განხილვისათვის საარბიტრაჟო სარჩელის
შედგენისას;

(გ) დავის შინაარსი და ის მოთხოვნები, რომლებიც გააჩნია მოსარჩელეს დავის მეორე მხარის (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ;
(დ) გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის მოთხოვნებს;
(ე) დავის განხილვის პროცესთან დაკავშირებული ყველა იმ საკითხის (დავის განხილვის ადგილი, განხილვის ენა, არბიტრთა რაოდენობა) აღწერა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო შეთანხმებით და რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს მოსარჩელე;
(ვ) დოკუმენტების ნუსხა, რომელსაც მოსარჩელე თან ურთავს საარბიტრაჟო სარჩელს.

14.2. მოსარჩელეს საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად შეუძლია წარადგინოს:
(ა) იმ საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალი (მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება; მოპასუხეზე იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალება რომლებიც მასთან ინახება და რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის საარბიტრაჟო სარჩელს; მტკიცებულებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება; მტკიცებულებათა უზრუნველყოფა), რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელით;
(ბ) ნებისმიერი საბუთი რომელიც უკავშირდება საქმეს, ან მიუთითოს იმ საბუთებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებსაც ის შემდგომ წარმოადგენს;
(გ) არბიტრობის კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი. ელექტრონული ფოსტის მისამართი (თუ ცნობილია), რომლის დანიშვნაც სურს მოსარჩელეს, თუ მხარეთა მიერ არბიტრების დანიშვნა გათვალისწინებულია საარბიტრაჟო შეთანხმებით და არ ეწინააღმდეგება ამ წესის დებულებებს
.
14.3. მოსარჩელემ, იმ შემთხვევაში თუ წარდგენა არ ხდება ელ. ფოსტის ან სხვა შეთანხმებული ტექნიკური და ელექტრონული საშუალების გამოყენებით, არბიტრაჟის რეგისტრატურას
საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუ
მენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს იმდენ ასლად, რომ სამყოფი იყოს არბიტრაჟისათვის და მოპასუხე(ები)სათვის
.
14.4. საარბიტრაჟო განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვალ
ოს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია განხილვის გაჭიანურებად.
14.5. იმ შემთხვევაში, როცა სარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად არბიტრაჟს
გადაეცემა ელექტრონული ფოსტით
, აუცილებელია ასევე ამ დოკუმენტების არბიტრაჟისათვის
მიწოდება საარბიტრაჟო განხილვის დასრულებამდე, თუ დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის შეთანხმებული ტექნიკური და ელექტრონული საშუალების გამოყენებით