18.1. მოდავე მხარეებს, რომელთაც შეძლეს დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, შეუძლიათ მორიგების ხელშეკრულება წარუდგინონ არბიტრაჟს
და მოითხოვონ გადაწყვეტილებით მისი დამტკიცება.
18.2. მორიგების ხელშეკრულების/სამედიაციო შეთანხმების ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს სამედიაციო შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნით მიმართოს არბიტრაჟს
და წარუდგინოს სამედიაციო შეთანხმება.
18.3. არბიტრაჟი
ამოწმებს თავის კომპეტენციას დავაზე, ანუ ითვალისწინებს თუ არა მხარეთა შეთანხმება არბიტრაჟის
მიერ მის დამტკიცებას, ამოწმებს გადახდილია თუ არა საფასური
, რის შემდეგაც იღებს საქმეს წარმოებაში.
18.4. ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვისას არ მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელთან და შესაგებელთან დაკავშირებული წესები
.
18.5. არბიტრაჟი
შეისწავლის ხომ არ ეწინააღმდეგება სამედიაციო შეთანხმება/ხელშეკრულება დავის მორიგებით დასრულებაზე მოქმედ კანონმდებლობას, რამდენად ნათლად არის ჩამოყალიბებული მისი დებულებები და დარღვევის შემთხვევაში, არის თუ არა აღსრულებაუნარიანი
.
18.6 თუ არბიტრაჟი
დაადგენს სამედიაციო შეთანხმების/მორიგების ხელშეკრულების პირობების დაზუსტების ან შესწორების აუცილებლობას, მას
აქვს უფლება მოიწვიოს მხარეები სხდომაზე მისი დაზუსტების მიზნით ან შეაჩეროს საქმის განხილვა და გადაუგზავნოს საქმე მედიატორს და მხარეებს შესაბამისი შენიშვნებით.
18.7. იმ შემთხვევაში თუ სამედიაციო შეთანხმება/ხელშეკრულება დავის მორიგებით დასრულებაზე არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მისი იძულებითი აღსრულების შესაძლებლობა, არბიტრაჟი
იღებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას სამედიაციო შეთანხმების/დავის მორიგებით დასრულებაზე ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებით საარბიტრაჟო განხილვა სრულდება
შპს "მაატი"-ის მუდმივმოქმედი არბიტრაჯის საარბიტრაჟო წარმოების წესები (დებულება) · რედაქცია 02.03.2015
მუხლი 18. მხარეთა მორიგების ხელშეკრულების და სამედიაციო შეთანხმების დამტკიცება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. საარბიტრაჟო დავის განხილვის დაწყება
- მუხლი 13. შეტყობინებები
- მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 15. საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 16. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 17. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა
- მუხლი 19. უარი შეპასუხებაზე
- მუხლი 20. მტკიცებულებები
- მუხლი 21. ექსპერტის დანიშვნა და აცილება
- მუხლი 22. გამოსაყენებელი სამართლის ნორმები
- მუხლი 23. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "მაატი"-ის მუდმივმოქმედი არბიტრაჯის საარბიტრაჟო წარმოების წესები (დებულება)“, მუხლი 18, №0, 02.03.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2751875/muxli-18/