2
3.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრაჟმა არაუმეტეს 180 დღემდე.

2
3.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). გადაწყვეტილება შესაძლებელია შექმნილი იქნას ელექტრონული დოკუმენტის სახით და იგი ხელმოწერილი იქნას ელექტრონულად. თუ გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე არბიტრისგან შემდგარმა არბიტრაჟმა, გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს, ან/და განსხვავებული აზრი აქვს, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში.

2
3.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

(ა) საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას;

(ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მტკიცდება მხარეთა მორიგება შეთანხმებული პირობებით.

2
3.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.

2
3.5. არბიტრაჟმა ხელმოწერილი გადაწყვეტილება უნდა გადასცეს რეგისტრატურას საარბიტრაჟო დავაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება შექმნილია ელექტრონული დოკუმენტის სახით და დადასტურებულია ელექტრონული ხელმოწერით. გადაწყვეტილების ერთი ეგზემპლარი რჩება არბიტრაჟს, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მოსარჩელეს და ერთიც მოპასუხეს. იმ შემთხვევაში, როცა საარბიტრაჟო განხილვაში რამდენიმე მოსარჩელე ან მოპასუხე მონაწილეობს, რეგისტრატურა თითოეულ მხარეს გასცემს გადაწყვეტილების ასლებს, რომელთა დედანთან სისწორესაც ამოწმებს თვითონ. გადაწყვეტილების მხარეებისათვის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეს შორის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული პირობების დაცვით
.
2
3.6. მხარეებს შორის დავის მორიგებით დასრულების, მათ შორის სამედიაციო შეთანხმების შემთვევაში, საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მხარეთა მომართვის საფუძველზე, 30 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდება საარბიტრაჟო განხილვა და დამტკიცდება მხარეთა მორიგება შეთანხმებული პირობებით.

2
3.7. საარბიტრაჟო დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას, არბიტრმა საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლებელია მიიღოს მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოდგენისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 20 დღისა.

2
3.8. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარეებს შორის მორიგების მიღწევის შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია მხარეთა მომართვის საფუძველზე, ასეთი განცხადების წარდგენიდან 14 დღის განმავლობაში შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება ახალი გადაწყვეტილებით მხარეთა მორიგების შეთანხმებული პირობებით დამტკიცების შესახებ. ასეთ შემთხვევაში გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ მცირდება.

2
3.9. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ მხარეებს ექნებათ სურვილი დავა მოაგვარონ საარბიტრაჟო მორიგებით, მათ შეუძლიათ ეს განახორციელონ მე–18 მუხლით გათვალისწინებული წესით. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 29–ე მუხლის 29.5–ე პუნქტის შესაბამისად