17.1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, აგრეთვე თუ ამ წესებით დადგენილი არ არის განხილვის კონკრეტული ფორმა,არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე (მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე). ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.
17.2. თუ არბიტრაჟი მიიჩნევს
, რომ მოსარჩელის და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი დავაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მას შეუძლია თითოეულ მხარეს გაუგზავნოს შეკითხვები და მოსთხოვოს მათ ამ შეკითხვებზე წერილობითი პასუხების, ასევე საჭიროებისას დამატებით მტკიცებულებების მოწოდება. ამასთან, არბიტრაჟი
უფლებამოსილია საქმის გარემოებების და მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის და მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება ზეპირი განხილვის ჩატარების თაობაზე მიუხედავად იმისა თუ რას ითვალისწინებს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება.
17.3
. მას შემდეგ რაც მოპასუხე წარმოადგენს წერილობით შესაგებელს, ან გაუშვებს შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრულ ვადას, არბიტრაჟი უფლებამოსილია და
ნიშნო
ს ზეპირი განხილვის დღე. მხარეებს წინასწარ გონივრულ ვადაში უნდა ჩაბარდეთ შეტყობინება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ.
17.4
. ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარე, დაუყონებლივ უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არბიტრაჟმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.
17.5
. საარბიტრაჟო სასამართლოს ყველა სხდომა დახურულია, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოქვეყნებული სხვა სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
17.6
. არბიტრი ხსნის, უძღვება და დახურულად აცხადებს საარბიტრაჟო სხდომას. არბიტრი აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივნად, არკვევს რომელი მხარე გამოცხადდა
და განუმარტავს მათ
აცილების უფლების შესახებ.
17.7
. მხარეთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის თუ გამოთხოვის, აგრეთვე საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, არბიტრაჟმა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილოს, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები არ ისახავს მიზნად საქმის განხილვის გაჭიანურებას. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნით
ან არბიტრაჟის ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.
17.8
. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის შესახებ არბიტრის მოკლე მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს.
17.9
. თავდაპირველად საარბიტრაჟო კოლეგია
მოისმენს
მოსარჩელის ახსნა–
განმარტებებს, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარეს ამ მოთხოვნას და უარს ხომ არ ამბობს პრეტენზიაზე, ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა. შემდეგ საარბიტრაჟო კოლეგია
მოისმენს მოპასუხის ახსნა-განმარტებებს, კერძოდ, როგო
რია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს პრეტენზიას, ან ხომ არ სურს საქმის დამთავრება და სხვა. შემდეგ საარბიტრაჟო კოლეგია
მოისმენს მოპასუხის ახსნა-განმარტებებს, კერძოდ როგორ
ია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს სარჩელს,ან ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა.
17.10
. თითოეულ მხარეს შუძლია შეკითხვები დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.
17.11
. არბიტრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეკითხვები დაუსვან მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრის მიზნით.
17.12
. მხარეთა და პროცესის მონაწილე სხვა პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, არბიტრაჟი შეუდგება წარდგენილი მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას. ამის შემდეგ, თუ არბიტრაჟი მიიჩნევს აუცილებლად, მას შეუძლია კიდევ ერთხელ მოუსმინოს მხარეებს. ასეთ შემთხვევაში უკანასკნელი სიტყვის უფლება აქვს მოპასუხეს.
თუ არბიტრაჟი ჩათვლის, რომ მიიღო საკმარისი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად, საარბიტრაჟო განხილვას დაასრულებს დავაზე გადაწყვეტილების მიღებით. არბიტრაჟმა შესაძლოა გადადოს საარბიტრაჟო გადაწ
ყვეტილების გამოცხადების დღე, რომელიც არ შეიძლება სცილდებოდეს საარბიტრაჟო განხილვის დასრულებიდან 10 დღეს. თუ ეს აუცილებელია დავის სირთულიდან გამომდინარე, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 10 დღით.

17.13
. თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციას და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე