13.1. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩა
ითვლება,თუ ის ადრესატს ან მის წარმომადგენელს
ჩაჰ
ბარდა:
(ა) პირადად;
(ბ) თავის იურიდიულ მისამართზე;
(გ) საცხოვრებელ ადგილას;
(დ) უკანასკნელ სამუშაო ადგილას;
(ე)
ტელეფონით  ან
სხვა ტექნიკური საშუალებით;

(ვ) არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეს შორის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით (შემდგომში - დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა);

(ზ) საჯარო გამოქვეყნებით;

1
3.2. ტელეფონით შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარებისას
გამგზავნი/ჩამბარებელი პირი ადგენს  ოქმს, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

(ა) შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარების მიზნით გამოყენებული ტექნიკური საშუალება, მისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და შეტობინების ჩაბარების მიზნით განხორციელებული მოქმედებები;

(ბ) შეტყობინების/დოკუმენტის ჩამბარებლის ვინაობა;

(გ) შეტყობინების/დოკუმენტის მიმღების ვინაობა;

(დ) გაგზავნილი/ჩაბარებული შეტყობინების/დოკუმენტის შინაარსი;

(ე) შეტყობინების/დოკუმენტის გაგზავნის/ჩაბარების დრო;

(ვ) შეტობინების/დოკუმენტის გამგზავნის/ჩამბარებლის ხელმოწერა;

შედგენილი ოქმი დაერთვება საარბიტრაჟო საქმის მასალებს.

13.3. თუ შეუძლებელია ამ მუხლის 13
.1. პუნქტში მითითებული ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე, ელექტრონულ მისამართზე,დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.
13.4.
მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი მიმართვისას, ასევე დავის განხილვისას,მხარეთა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შორის კომუნიკაცია შესაძლოა წარმოებდეს ელექტრონული ფოსტის ან/და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო სარჩელი
და შესაგებელი/შეგებებული სარჩელი და მათზე თანდართული დოკუმენტები სკანირებული ფორმატით მიაწოდონ არბიტრაჟის რეგისტრატურას, ან/და დოკუმენტები არბიტრაჟისათვის მიწოდებული იყოს არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეს შორის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული პირობების დაცვით.
ამასთან, არბიტრაჟის
მიერ როგორც მოსარჩელეზე,ასევე მოპასუხეზე გზავნილი/უწყება გადაცემულად/ჩაბარებულად
ჩაითვლება სკანირებული ფორმატით ან/და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შექმნილი
დოკუმენტების ელექტრონული ფოსტით, ან ელექტრონული პროგრამით
იმ მისამართზე მიწოდებით, რომელიც მითითებულია მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებაში ან იმ ხელშეკრულებაში,რომლის ნაწილიცაა საარბიტრაჟო შეთანხმება, ან სამედიაციო შეთანხმებაში, ან საარბიტრაჟო სარჩელში ან შესაგებელში/შეგებებულ სარჩელში.

13.5. არბიტრაჟი
თვითონ იღებს გადაწყვეტილებას შეტყობინების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს, და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა. არბიტრაჟმა
შეტყობინება ადრესატს შესაძლებელია ჩააბაროს ასევე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ოფისში. არბიტრაჟს
შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას შეტყობინება ადრესატისთვის ჩასაბარებლად. შეტყობინების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელმაც აიღო ვალდებულება შეტყობინების ადრესატისთვის გადაცემაზე, ვალდებულია რეგისტრატორს დაუბრუნოს შეტყობინების მეორე პირი მიმღეობის ხელმოწერით.
13.6. შეტყობინება მხარისთვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰ
ბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ მუხლის 13
.7
. პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს. წარმომადგენელი ვალდებულია შეტყობინების ჩაბარების შე
სახებ აცნობოს მხარეს. შეტყობინებით ხდება ასევე მოწმეების ექსპერტების, სპეცია
ლისტების და თარჯიმნების დაბარება. შეტყობინების გადაცემის თარიღად მიიჩნევა მათი ადრესატისთვის ან 13
.7
. პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტისთვის ჩაბარების დღე.
ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება დასტურდება:
(ა
) ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მიღებული დასტური, გარდა
დოკუმენტების ელექტრონული ფოსტით, ან ელექტრონული პროგრამით
იმ მისამართზე მიწოდებით, რომელიც მითითებულია მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებაში ან იმ ხელშეკრულებაში რომლის ნაწილიცაა საარბიტრაჟო შეთანხმება, ან სამედიაციო შეთანხმებაში, ან საარბიტრაჟო სარჩელში ან შესაგებელში/შეგებებულ სარჩელში, რა შემთხვევაშიც გზავნილი ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნის მომენტიდან.

(ბ) დეპეშით დაბარების შემთხვევაში - შეტყობინების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული ცნობით.
(დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული პირობების დაცვით.

13.7. თუ შეტყობინების ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი შეტყობინებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ შეტყობინება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. შეტყობინების ჩაბარება ამ პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება შეტყობინების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება შეტყობინების მეორე ეგზემპლარით ან კურიერის (ფოსტის)მიმღების ხელმოწერით.
13.8. თუ პირველად ვერ ხერხდება შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება, მისი გაგზავნა უნდა განხორციელდეს ხელმეორედ იმავე ან არბიტრა
ჟისათვის ცნობილ ადრესატის სხვა მისამართზე. ხელმეორედ შეტყობინების გაგზავნა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, როცა პირველად შეტყობინების გაგზავნის შედეგად დადგენილი იქნა,რომ ადრესატი არ ცხოვრობს ან არ მუშაობს იმ მისამართზე,სადაც პირველად გაიგზავნა შეტყობინება ან სხვა ალტერნატიული მისამართი არბიტრაჟს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე ჩაბარების მცდელობის დღეს.
13.9. თუ ადრესატმა ან ამ მუხლის 13
.7
. პუნქტით გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა შეტყობინების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი აკეთებს სათანადო აღნიშვნას, რომელიც გადაეცემა რეგისტრატორს. მოცემულ შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის ჩაბარების მცდელობის დღეს.
13.10. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის (მათ შორის,ტელეფონის, ფაქსის, ელ.ფოსტის) შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას შეტყობინება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის
ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
13.11. თუ საქმის წარმოება მუდმივმოქმედ არბიტრაჟში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, შეტყობინება ჩაჰ
ბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. შეტყობინების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის. თუ საქმეში მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე რამდენიმე პირია და საქმის წარმოება არა აქვს მინდობილი ერთ-ერთ თანამონაწილეს, შეტყობინება ეგზავნება თითოეულ თანამონაწილეს დამოუკიდებლად
.
13.12. იმ შემთხვევაში, თუ არბიტრაჟისათვის
უცნობია მოპასუხის ბოლო საცხოვრებელი მისამართი ან სამუშაო ადგილი (მათ შორის ტელეფონი, ელ.ფოსტა, ფაქსი), ის უფლებამოსილია შეტყობინების ჩაბარება მოახდინოს საჯარო გამოქვეყნებით არბიტრაჟის
ვებგვერდზე განთავსებით ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებით
. შეტყობინება ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
13.13. მხარეებს საარბიტრაჟო დათქმით შეუძლიათ შეთანხმდნენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი მიმართვისას, ასევე დავის განხილვისას
მხარეთა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შორის კომუნიკაცია წარმოებდეს ელ.ფოსტი
ს ან/და სხვა ტექნიკური საშუალების
გამოყენებით. ამ შემთხვევაში მხარეებს და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შეუძლიათ პრიორიტეტულ კომუნიკაციის საშუალებად გამოიყენონ ელ.ფოსტა ან/და სხვა დათქმული ტექნიკური საშუალება
. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგისტრატორს ელ. ფოსტის ან/და სხვა დათქმული ტექნიკური საშუალების
მეშვეობით მხარეები მიაწვდიან საარბიტრაჟო სარჩელს
(შესაგებელს) და თანდართულ დოკუმენტებს სკანირებული ან/და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტებით შექმნილი
ფორმატით. ასევე, შეტყობინება ჩაითვლება მხარეთათვის მოწოდებულად საარბიტრაჟო დათქმაში მითითებულ მხარეთა ელ. ფოსტის მისამართზე გაგზავნით. ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის დედნის ნახვა, რის შესახებაც შუამდგომლობით უნდა მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს. თუ მეორე მხარე არ წარმოადგენს დოკუმენტის დედანს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრის) მიერ განსაზღვრულ ვადაში, ეს დოკუმენტი ამოირიცხება მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან (არ გაითვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას), რის შესახებაც
მხარეებს დამატებით არ ეცნობებათ