1
2.1. საარბიტრაჟო განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის ან მოპასუხეების მიერ მიღების დღეს. მორიგების ან სამედიაციო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა იწყება ასეთი მორიგების ან სამედიაციო შეთანხმების არბიტრაჟში წარდგენის მომენტიდან.
1
2.2. საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელის ან მორიგების აქტის ან/და სამედიაციო შეთანხმების წარმოებაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ სარჩელის/შუამდგომლობის წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში.
1
2.
3. მხარეთა მორიგებაზე ხელშეკრულების ან სამედიაციო შეთანხმების საფუძველზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისათვის საარბიტრაჟო კოლეგია, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ამოწმებს არსებობს თუ არა მხარეთა შეთანხმება მორიგების/სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების თაობაზე და გადახდილია თუ არა საარბიტრაჟო საზღაური. იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება, საარბიტრაჟო კოლეგია, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ორივე მხარისაგან ითხოვს დადასტურებას, რომ მათ საერთო სურვილს წარმოადგენს მორიგების/სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადასტურება. დადასტურება არ მოითხოვება, თუ სამედიაციო შეთანხმებაზე/მორიგებაზე, რომელიც ითვალისწინებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილებით მის დამტკიცებას, მხარეთა ხელმოწერები დამოწმებულია სანოტარო წესით.
1
2.
4. არბიტრაჟის რეგისტრატურა
დავის წარმოებაში მიღების საკითხზე არბიტრაჟის
გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის გადაწყვეტილების მიღებიდან ორი
დღის ვადაში.
12.5. არბიტრაჟს შეუძლია შეაჩეროს საქმის განხილვა,თუ:
1) ერთ-ერთი მხარის გარდაცვალების ან ლიკვიდაციის შემთხვევში (უფლებამონაცვლეობის დადგენამდე);
2) საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმეზე არბიტრაჟის ან სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
3) ექპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში;
4) სხვა ისეთ შემთხვევაში, როცა საქმის განხილვა გარკვეული დროის განმავლობაში ან გარკვეული გარემოების დადგომამდე შეუძლებელია.
12.6. სარბიტრაჟო სარჩელის
განუხილველად დატოვების ან განხილვის შეწყვეტის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმ
ჯდომარეს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც
ბარდება მოსარჩელე