20.1. არბიტრაჟის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.
20.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია:
(ა) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარუდგინოს მეორე მხარეს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება;
(ბ) გამოიძახოს ნებიესმიერი მხარის მოწმე ან, საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს
მისი დაკითხვა საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე და გამოიყენოს მოწმის ჩვენება განხილვის დრო
ს;
20.3. არბიტრაჟს ან მხარეს არბიტრაჟის თანხმობით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს მხარეს (მხარეებს) და არბიტრაჟს განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
20.4. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად.
2
0.5. თუ არბიტრაჟმა უნდა მიმართოს დახმარებისათვის სასამართლოს ამ მუხლის 20.4. პუნქტით გათვალისიწნებულ შემთხვევაში, მხარე, რომლის ინიციატივითაც ხდება სასამართლოსადმი მიმართვა, ვალდებულია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენეტის დედანი წარმოადგინოს არბიტრაჟში.

20.6
. თუ არბიტრაჟი
სხვა რამეს არ დაადგენს ან თუ
საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე,მოწმეთა ჩვენება შესაძლოა წარმოდგენილი იქნეს წერილობითი ფორმით (არბიტრაჟს შეუძლია მოითხოვოს, რომ ასეთი ჩვენება დამოწმებული იყოს სანოტარო წესით
).
20.7
. მხარეს შეუძლია მოითხოვოს იმ მოწმის გამოძახება და დაკითხვა, რომლის ჩვენებაზეც ამყარებს თავის პოზიციას მოწინააღმდეგე მხარე.
თუ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმე არ გამოცხადდება ზეპირ მოსმენაზე (საპატიო მიზეზების გარეშე. თუ საპატიო მიზეზია - ეს უნდა იყოს დადასტურებული), არბიტრაჟს
შეუძლია მტკიცებულების ძალა მიანიჭოს მოწმის წერილობით ჩვენებას ან საერთოდ გამორიცხოს მტკიცებულებებიდან. ამასთან, საარბიტრაჟო სასამართლოს შეუ
ძლია მიმართოს სასამართლოს მოწმის გამოძახების შესახებ.
20.8. მხარეებს შეუძლიათ დაუსვან კითხვები მოწმეს ზეპირი ჩვენების მიცემის შემდეგ. საარბიტრაჟო სასამართლოს ნებისმიერ დროს შეუძლია დაუსვას კითხვა მოწმეს