1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
2. საარბიტრაჟო განხილვისათვის საჭირო მტკიცებულებებს წარმოადგენენ მხარეები. არბიტრაჟს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები და ამისათვის დაუწესოს გარკვეული ვადა.
3. თუ არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადებში მხარე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს არბიტრაჟის მიერ მოთხოვნილ საქმის გარჩევასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, არბიტრაჟი უფლებამოსილია გადაწყვეტილება გამოიტანოს მის ხელთ არსებული მასალის საფუძველზე.
4. ნებისმიერი მოსმენის დაწყებამდე არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი მხარისაგან იმ მოწმეთა შესახებ წინასწარი ინფორმაციის წარმოდგენა, რომლის გამოძახებასაც მხარე აპირებს. ინფორმაციაში უნდა აისახოს მათი ჩვენების საგანი და საარბიტრაჟო განხილვასთან მისი კავშირი.
5. არბიტრაჟს შეუძლია დაადგინოს დრო და ფორმა, რა დროშიც და რა ფორმითაც უნდა წარედგინოს ასეთი ინფორმაცია არბიტრაჟს, ასევე შეუძლია განსაზღვროს მოწმის (მოწმეთა) გამოსვლის დრო და ნებისმიერ დროს შეაწყვეტინოს მას ჩვენების მიცემა, თუ იგი სცილდება კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველ საკითხებს.
6. თუ არბიტრაჟი სხვაგვარად არ დაადგენს, მოწმის (მოწმეთა) ჩვენება ნებისმიერი მხარის მიერ შეიძლება წარმოდგენილ იქნას წერილობით. ამასთან, ნებისმიერ მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს, რათა მოწმე, რომლის ჩვენებაც წერილობით იყო წარმოდგენილი, გამოძახებულ იქნას საქმის ზეპირ მოსმენაზე. იმ შემთხვევაში, თუ გამოძახებული მოწმე არ გამოცხადდება საპატიო მიზეზების გარეშე, არბიტრაჟი თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს ამ მოწმის წერილობითი ჩვენების მტკიცებულებად მიღების საკითხს.
7. ნებისმიერი მოწმე, რომელიც ზეპირ ჩვენებას იძლევა, შეიძლება დაკითხულ იქნას ნებისმიერი მხარის მიერ. ამასთან, არბიტრაჟს ნებისმიერ დროს შეუძლია დაუსვას შეკითხვები მოწმეს ჩვენების მიცემის დროს.
8. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის თხოვნის საფუძველზე დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი კონკრეტულ საკითხზე არბიტრაჟისათვის დასკვნის მისაცემად.
9. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ მხარეს მოთხოვოს ექსპერტისათვის წარსადგენი აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც მოცემულ მხარესთან ინახება და მხარე ვალდებულია არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ დროში წარმოადგინოს ასეთი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
10. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ექსპერტის (ექსპერტების) მოწვევა ზეპირ განხილვაზე. ექსპერტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გამო მხარეებსა და არბიტრაჟს უფლება აქვთ ექსპერტს (ექსპერტებს) დაუსვან შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
11. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ნებისმიერი ექსპერტის ჰონორარი და ხარჯი ამ დებულების შესაბამისად გადაიხდება მხარეთა მიერ შემოტანილი ავანსების ხარჯზე, რომელიც შედის საარბიტრაჟო განხილვის ხარჯში.
12. მხარის განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის მოთხოვნით არბიტრაჟს წარედგინება წერილობითი ფორმით.
13. არბიტრაჟს ან მხარეს არბიტრაჟის თანხმობით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს მხარეს (მხარეებს) ან არბიტრაჟს განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
14. შუამდგომლობაში მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ უნდა აისახოს:
ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია;
ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;
გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ.
15. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ არბიტრაჟი იღებს დადგენილებას. ასეთი დადგენილების მიღებით საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა ჩერდება შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდე.
16. მხარეებს, იმისგან დამოუკიდებლად, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში, უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მიუთითონ იმ ხარვეზებზე, რომლებსაც, მათი აზრით, ადგილი ჰქონდა უზრუნველყოფის დროს.
17. მხარის განცხადებით არბიტრაჟს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა დამატებითი ან განმეორებითი უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გამოტანის მოთხოვნით.
18. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა არბიტრაჟის წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება არბიტრაჟის მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება · რედაქცია 13.04.2011
მუხლი 14. მტკიცებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
- მუხლი 9. გამოსაყენებელი სამართალი
- მუხლი 10. კონფიდენციალობა
- მუხლი 11. ურთიერთობა საარბიტრაჟო სასამართლოს, არბიტრაჟსა და მხარეებს შორის
- მუხლი 12. ვადები
- მუხლი 13. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები
- მუხლი 15. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 16. სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 17. საარბიტრაჟო განხილვა
- მუხლი 18. არბიტრაჟის და მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დამატებითი უფლებამოსილებანი
- მუხლი 19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება“, მუხლი 14, №1/121, 13.04.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1291658/muxli-14/