ნაწილი I
თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, არბიტრტაჟი უფლებამოსილია:
ა) გააგრძელოს ან შეამციროს ნებისმიერი ვადა, რომელიც გათვალისწინებულია საარბიტრაჟო შეთანხმებით, ამ დებულებით ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით;
ბ) დაავალდებულოს ნებისმიერი მხარე წარმოადგინოს ექსპერტიზისათვის საჭირო ნივთი და დოკუმენტაცია, რომელიც ამ მხარის კონტროლის ქვეშ იმყოფება, აგრეთვე ყველა ის დოკუმენტი, რასაც კონკრეტული საქმის განხილვისას არბიტრაჟი საჭიროდ მიიჩნევს;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცების ან სხვა წესების გამოყენების თუ გამოუყენებლობის შესახებ, რომლებიც ეხება საქმისათვის ნებისმიერი დოკუმენტის დაშვებას, შემხებლობას და მნიშვნელობას, აგრეთვე ნებისმიერი ფაქტის, საკითხის და ექსპერტის აზრის შესახებ და განსაზღვროს მხარეთა შორის დოკუმენტების გაცვლის დრო და ფორმა;
დ) განსაზღვროს მხარეთა შორის დადებული ნებისმიერი კონტრაქტისა და საარბიტრაჟო შეთანხმების შესწორების პროცედურა, რომელიც აუცილებელია რაიმე შეცდომის გამოსასწორებლად, რომელსაც არბიტრაჟი მხარეთა საერთო ინტერესად მიიჩნევს, ოღონდ იმ ფარგლებში, რაც დაშვებულია ამ კონტრაქტისთვის ან/და საარბიტრაჟო შეთანხმებისათვის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ე) აუცილებლობის შემთხვევაში, მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, გადადოს ან შეაჩეროს საქმის განხილვა, აგრეთვე შეაჩეროს საპროცესო ვადა.

ნაწილი II
თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება უფლებამოსილია: განახორციელოს საქმის განხილვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო საქმიანობა. მათ შორის, გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ხარჯის განაწილებასთან