1. თუ საქმეზე არ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო განხილვა წყდება დადგენილებით, საქმის შეწყვეტის შესახებ.
2. საქმის წარმოება წყდება:
ა) მოსარჩელის მიერ თავის მოთხოვნაზე უარის თქმისას, თუ მოპასუხე ასეთი შეტყობინების მიღებიდან ორი კვირის ვადაში არ წამოაყენებს თავის პრეტენზიებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და არბიტრაჟი არ დაადგენს მოპასუხის კანონიერ ინტერესს დავის ბოლომდე მოწესრიგების თაობაზე;
ბ) თუ არსებობს მხარეთა შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის თაობაზე;
გ) თუ არბიტრაჟს მიაჩნია, რომ რაიმე მიზეზით შეუძლებელია ან საჭირო არ არის საქმის შემდგომი განხილვა, კერძოდ, თუ არ არსებობს ის წანამძღვრები, რომლებიც აუცილებელია საქმის არსებითად განხილვისათვის
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება · რედაქცია 13.04.2011
მუხლი 20. საქმის წარმოების შეწყვეტა გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე
მთავარი მონაცემები
- ვადა ორი კვირის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. მტკიცებულებები
- მუხლი 15. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 16. სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 17. საარბიტრაჟო განხილვა
- მუხლი 18. არბიტრაჟის და მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დამატებითი უფლებამოსილებანი
- მუხლი 19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 21. დასკვნითი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება“, მუხლი 20, №1/121, 13.04.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1291658/muxli-20/