1. საქმეზე არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დამთავრებიდან ერთი თვის ვადაში.
3. თუ საარბიტრაჟო განხილვის რომელიმე ეტაპზე მხარეები მიაღწევენ სრულ შეთანხმებას ყველა სადავო საკითზე, არბიტრაჟი წყვეტს საარბიტრაჟო განხილვას და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მორიგების შესახებ განცხადების შეტანიდან 30 დღის განმავლობაში.
4. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. თუ არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში. არბიტრი, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს. არბიტრებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ თათბირის დროს გამართული მსჯელობა.
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით საარბიტრაჟო განხილვის ენაზე და მასში უნდა აღინიშნოს:
ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო და ადგილი;
ბ) საარბიტრაჟო სასამართლოს სრული დასახელება და არბიტრაჟის შემადგენლობა;
გ) მხარეთა ვინაობა და მისამართები;
დ) საარბიტრაჟო შეთანხმება;
ე) დავის საგანი;
ვ) სამოტივაციო ნაწილი იმ დასაბუთებით, რის საფუძველზეც არბიტრაჟმა მიიღო გადაწყვეტილება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას);
ზ) არბიტრაჟის დადგენილება;
თ) გადაწყვეტილების აღსრულების ვადა.
6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
7. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის შესასრულებლად.
8. ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელს (წარწერას) გასცემს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე ან არბიტრაჟის ინიციატივით, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის განმავლობაში დაიშვება არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება ან/და მასში დაშვებული მექანიკური, ტიპოგრაფიული, თუ გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომის გასწორება საქართველოს კანონის „არბიტრაჟის შესახებ” 41-ე მუხლით დადგენილი წესებით. ასეთი განმარტება წარმოადგენს გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
10. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისა
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება · რედაქცია 13.04.2011
მუხლი 19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მთავარი მონაცემები
- ვადა 180 დღის ვადაში
- ვადა ერთი თვის ვადაში
- ვადა 30 დღის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები
- მუხლი 14. მტკიცებულებები
- მუხლი 15. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 16. სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 17. საარბიტრაჟო განხილვა
- მუხლი 18. არბიტრაჟის და მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დამატებითი უფლებამოსილებანი
- მუხლი 20. საქმის წარმოების შეწყვეტა გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე
- მუხლი 21. დასკვნითი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება“, მუხლი 19, №1/121, 13.04.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1291658/muxli-19/