30.1. ქვემოთ მოცემულია რეკომენდებული საარბიტრაჟო დათქმები დავის არბიტრაჟის ან/და მედიაციის ფორმით გადაწყვეტის მიზნით.

საარბიტრაჟო დათქმა:

,,ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობასა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს შპს ,,მაატის“ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს (რომლის სარეგისტრაციო კოდია 406140340; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ანტონ კათალიკოსის ჩიხი №2 ; ტელ:  2933128; ელ.ფოსტა: maati.org@gmail.com ვებ.გვერდი: www.maati.ge).

მხარეები დებენ რა შეთანხმებას საარბიტრაჟო დათქმის შესახებ, ეთანხმებიან შპს ,,მაატის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებით განსაზღვრულ საარბიტრაჟო განხილვის წესებს სრულად.

მხარეები თანხმდებიან, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიებაზე ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ ცნობის საჭიროების გარეშე, არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

მხარეები თანხმდებიან, რომ
საარბიტრაჟო შეთანხმება წერილობითი ფორმითაა
დადებული ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის (მათ შორის ხელმოწერა (თანხმობა) დადასტურებულია ელექტრონულად ან/და ,,ელეტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით) მომენტიდან“.

შეთანხმება მედიაციაზე:

,,მხარეებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს სცადონ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის მედიაციის მეთოდით გადაწყვეტა არბიტრაჟის რეგლამენტის შესაბამისად“. შეთანხმება მედიაციით დავის გადაწყვეტის მცდელობის აუცილებლობაზე.

,,მხარეები იღებენ ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა თავდაპირველად სცადონ მედიაციის მეთოდით არბიტრაჟის რეგლამენტის შესაბამისად.“

შეთანხმება მედიაციით დავის გადაწყვეტაზე, როცა მედიაციის შეწყვეტა უკავშირდება დადგენილი დროის ამოწურვას:

,,მხარეები, იღებენ ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა სცადონ მედიაციის მეთოდით არბიტრაჟის რეგლამენტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მედიაციის მეთოდით დავის გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟის მიმართვიდან 30 დღის განმავლობაში არ მოხდება სამედიაციო შეთანხმების გაფორმება, მხარეებს უფლება ეძლევათ დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართონ სხვა საშუალებებს.“

შეთანხმება მედიაციით დავის გადაწყვეტაზე, როცა წარუმატებელი მედიაციის შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა დავა განხილულ იქნეს არბიტრაჟის მიერ საარიტრაჟო წარმოებით:

,,მხარეები, იღებენ ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა სცადონ მედიაციის მეთოდით, არბიტრაჟ
ის რეგლამენტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია არ დასრულდება სამედიაციო შეთანხმებით, მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ არბიტრაჟს
დავის საარბიტრაჟო განხილვით გადაწყვეტის მიზნით მისი დებულების შესაბამისად.“
შეთანხმების ნაწილი სამედიაციო შეთანხმების იძულებითი აღსრულების შესაძლებლობაზე:

,,მხარეები იღებენ ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშვირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა სცადონ მედიაციის მეთოდით, არბიტრაჟის
რეგლამენტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია დასრულდება სამედიაციო შეთანხმებით, მხარე(ებ)ს უფლება აქვთ სამედიაციო შეთანხმება წარუდგინონ არბიტრაჟს
, რომელიც ამოწმებს სამედიაციო შეთანხმების კანონმდებლობასთან შესაბამისობას და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულებას.“
შეთანხმება გზავნილების მიღებისა და ჩაბარების შესახებ:

,,მხარეები
საარბიტრაჟო დათქმით თანხმდებიან, რომ
მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი მიმართვისას, ასევე დავის განხილვისას
მხარეთა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია
წარმოებდეს ამ შეთანხმებაში (ხელშეკრულებაში) მითითებულ მხარეთა საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით (მისამართი, ტელეფონი,ელ.ფოსტა ან/და სხვა ტექნიკური და ელექტრონული საშუალებები)
.

შეტყობინება/დოკუმენტები
ჩაითვლება მხარეთათვის მოწოდებულად/ჩაბარებულად
საარბიტრაჟო დათქმაში (ხელშეკრულებაში)
მითითებულ მხარეთა ერთ-ერთ საკონტაქტო მონაცემზე გაგზავნით (მისამართი, ტელეფონი,ელ.ფოსტა ან/და სხვა ტექნიკური და ელექტრონული საშუალებები).
მუდმივმოქმედი არბიტრაჟს
ელ. ფოსტის ან/და სხვა დათქმული ტექნიკური საშუალების
მეშვეობით მხარეებმა შესაძლებელია მიაწოდონ
საარბიტრაჟო სარჩელი
(შესაგებელი
) და თანდართულ დოკუმენტები
სკანირებული ან/და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტებით შექმნილი
ფორმატით“.

30.2. თუ მხარეებს სურთ საარბიტრაჟო დავის ზეპირი მოსმენით
განხილვა, მათ ამის შესახებ უნდა მიუთითონ საარბიტრაჟო დათქმაშ