1. მონაწილეები ესწრაფვიან თავიანთ ტერიტორიაზე შექმნან ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდებსა და სოციალურ ჯგიფებს, რათა:
(ა) შექმნან, აწარმოონ, გაავრცელონ, გაანაწილონ და თავისთვის ხელმისაწვდომი გახადონ კულტურული თვითგამოხატვის საკუთარი ფორმები, ამასთან, სათანადო ყურადღება დაუთმონ ქალების, ასევე სხვადასხვა სოციალური ჯგუფების განსაკუთრებულ პირობებსა და მოთხოვნილებებს, იმ პირთა ჩათვლით, რომლებიც უმცირესობებსა და მკვიდრ ხალხებს განეკუთვნებიან;
(ბ) ხელი მიუწვდებოდეთ მრავალფეროვანი კულტურული თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმებზე როგორც თავიანთ ტერიტორიებზე, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
2. მონაწილეები ასევე ესწრაფვიან კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების განვითარებაში ხელოვნების მოღვაწეების, შემოქმედებით პროცესში ჩართული სხვა პირების, კულტურული გაერთიანებების და მათი მუშაობის მხარდამჭერი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი წვლილის და როლის აღიარება