წინამდებარე კონვენციის მიზნებია:

(ა) კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა;

(ბ) კულტურების აყვავებისა და თავისუფალი ურთიერთქმედების პირობების შექმნა ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე;

(გ) კულტურათაშორისო დიალოგის ხელშეწყობა უფრო ფართო და დაბალანსებული კულტურული თანამშრომლობის უზრუნველყოფისათვის, მსოფლიოში კულტურათაშორისი პატივისცემის და მშვიდობის კულტურის განვითარების თვალსაზრისით;

(დ) კულტურათა ურთიერთკავშირის ხელშეწყობა ხალხთა ურთიერთკავშირის მიზნით, კულტურული ურთიერთქმედების განვითარების თვალსაზრისით;

(ე) კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების პატივისცემის პროპაგანდა და მისი ღიებულების გაცნობიერების გაღრმავება ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეებზე;

(ვ) ყველა ქვეყნისათვის განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის კულტურასა და განვითარებას შორის კავშირის აღიარება, და ამ კავშირის ჭეშმარიტი ღირებულების აღიარების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე განხორციელებული მოქმედების მხარდაჭერა;

(ზ) კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების, როგორც თვითმყოფადობის, ღირებულებისა და მნიშვნელობის განსახიერების განსაკუთრებული ხასიათის აღიარება;

(თ) სახელმწიფოების იმ სუვერენული უფლებების აღიარება, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი პოლიტიკისა და ზომების შენარჩუნებასთან, მიღებასა და განხორციელებასთან, რომლებიც შეესაბამება მათ ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და შემდგომ ხელშეწყობაზე;

(ი) საერთაშორისო თანამშრომლობისა და სოლიდარობის განმტკიცება პარტნიორობის სულისკვეთებით, კერძოდ, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და შემდგომი ხელშეწყობის საქმეში განვითარებადი ქვეყნების შესაძლებლობების გაფართოების მიზნი