წინამდებარე კონვენციის და მისი შესწორებების დეპოზიტარი არის იუნესკოს გენერალური დირექტორი. როგორც დეპოზიტარი იუნესკოს გენერალური დირექტორი ატყობინებს წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, აგრეთვე ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებს:
ა) რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ ნებისმიერი დოკუმენტების შესანახად ჩაბარების შესახებ;
ბ) წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს ზემოთ 37-ე მუხლის შესაბამისად;
გ) ნებისმიერი მოხსენების შესახებ, რომელიც მომზადებულია ზემოთ 31-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად;
დ) კონვენციის ან დანართების ნებისმიერი შესწორების შესახებ, რომელიც მიღებულია ზემოთ 33-ე და 34-ე მუხლების შესაბამისად, და ამ შესწორების ძალაში შესვლის თარიღს;
ე) ნებისმიერი განცხადების ან შეტყობინების შესახებ, რომელიც წარდგენილია ზემოთ 38-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად;
ვ) ზემოთ 39-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად წარდგენილი ნებისმიერი შეტყობინების შესახებ და დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღს;
ზ) წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, ინფორმაციის ან შეტყობინების შესახე