1. მაუწყებლის მიერ რეკლამის განთავსებისას დაცულ უნდა იქნეს „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნები.
2. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების გამოშვებებში რაიმე პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირება. რეკლამირებად არ ჩაითვლება ინფორმაციის გადაცემა ახალი პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე განთავსების თაობაზე.
3. თუ აღმოჩნდება, რომ პიროვნების ნებართვის გარეშე მისი გამოსახულება ან სახელი სარეკლამო სახით იქნა გამოყენებული რომელიმე პროგრამაში, პროგრამაში გამოყენებული შესაბამისი სიუჟეტი დაუყოვნებლივ ამოღებულ უნდა იქნეს პროგრამიდან.
4. მაუწყებელს შეუძლია გადასცეს მატერიალური შემოწირულობის გაღების მოწოდება პროგრამის მომზადების ან მომსახურების დაფინანსების მიზნით. აუდიტორიას უნდა ეცნობოს შემოწირულობის მიზანი და აქციის დასრულებისთვის შეგროვილი თანხის ოდენობა. მაუწყებელი ვალდებულია ცალკე აღრიცხოს შემოწირული თანხა და განკარგოს იგი.
5. მაუწყებელმა არ უნდა გაუწიოს პოპულარიზაცია ან გამოხატოს მხარდაჭერა რაიმე პროდუქციის, ორგანიზაციის ან მომსახურების მიმართ. რაიმე პროდუქციის, ორგანიზაციის ან მომსახურების შესახებ პროგრამაში მითითება რედაქციულად უნდა იყოს დასაბუთებული. სახელწოდების, ლოგოს ან ფასის შესახებ მითითება დაყვანილი უნდა იყოს მინიმუმამდე. დაუშვებელია მაუწყებელის ან მისი თანამშრომლის მიერ ფულადი თანხის ან სხვა მატერიალური ფასეულობის მიღება პროდუქციის ან მომსახურების პოპულარიზაციის სანაცვლოდ.
6. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ რაიმე პროდუქციის ან მომსახურების ისეთი პოპულარიზაცია, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია.
7. პროგრამასთან დაკავშირებული მასალის მხარდაჭერა დასაშვებია მხოლოდ სარედაქციო დასაბუთების არსებობისას. მაუწყებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს პროგრამასთან დაკავშირებულ მასალაზე, თუმცა შეიძლება სპონსორის ყოლა, რომლის შესახებ მითითება უნდა მოხდეს მოკლედ, როდესაც საუბარია მასალის მოპოვების გზებზ