1. აკრძალულია ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტების რეკლამა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ ვეტერინარებისთვის რეკლამაზე.

2. რეკლამა არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი ან გამოიწვიოს ცხოველის სამკურნალო საკვების არასწორად გამოყენება.

3. ცხოველის სამკურნალო საკვები არ უნდა იქნეს გამოყენებული სარეკლამო მიზნებისთვის, გარდა ნიმუშების მცირე რაოდენობისა.

4. ანტიმიკრობული ვეტერინარული პრეპარატების შემცველი ცხოველის  სამკურნალო საკვები არ უნდა იქნეს გამოყენებული სარეკლამო მიზნებისთვის ნიმუშად ან ნებისმიერ სხვა პრეზენტაციაში.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ნიმუშები სათანადოდ უნდა იქნეს ეტიკეტირებული იმის მითითებით, რომ ისინი ნიმუშებია და პირდაპირ გადაეცემა ვეტერინარებს დაფინანსებული ღონისძიებების დროს ან გაყიდვების წარმომადგენლების მიერ,  ვიზიტების დრო