1. ცხოველის სამკურნალო საკვები და შუალედური პროდუქტები მზადდება მხოლოდ ვეტერინარული პრეპარატებისგან (მათ შორის იმ ვეტერინარული პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განკუთვნილია რეგისტრაციით განსაზღვრულ პირობებს მიღმა არასასურსათო დანიშნულების, სასურსათო დანიშნულების ხმელეთისა და სასურსათო დანიშნულების წყლის ცხოველებისთვის), რომლებიც რეგისტრირებულია ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოებისთვის ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს სამკურნალო საკვებს ან შუალედურ პროდუქტს, უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) ცხოველის სამკურნალო საკვები ან შუალედური პროდუქტი წარმოებულია სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ან, ამ წესის მე-8 მუხლში მითითებულ შემთხვევებში, პროდუქტის მახასიათებლების მოკლე აღწერილობის თანახმად, რომელიც დაკავშირებულია ცხოველის საკვებში ინკორპორირებულ (ჩასართავ) ვეტერინარულ პრეპარატებთან; პირობები უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მოთხოვნებს ვეტერინარულ პრეპარატსა და ცხოველის საკვებს შორის ცნობილ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება შეაფერხოს ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტის უსაფრთხოება ან ეფექტურობა;
ბ) ცხოველის საკვები დანამატი, რომელიც ავტორიზებულია, როგორც კოკციდიოსტატი ან ჰისტომონოსტატი, რომლის მაქსიმალური შემცველობა დადგენილია შესაბამის რეგისტრაციის მოწმობაში, არ არის ინკორპორირებული (ჩართული) ცხოველის სამკურნალო საკვებში ან შუალედურ პროდუქტში, თუ ის უკვე გამოყენებულია, როგორც აქტიური ნივთიერება ვეტერინარულ პრეპარატში;
გ) თუ ვეტერინარულ პრეპარატში აქტიური ნივთიერება იგივეა, რაც ცხოველის საკვებ დანამატის შემცველ საკვებში, ამ აქტიური ნივთიერების მთლიანი შემცველობა ცხოველის სამკურნალო საკვებში არ უნდა აღემატებოდეს ვეტერინარულ რეცეპტში ან ამ წესის მე-8 მუხლში მითითებულ შემთხვევებში პროდუქტის მახასიათებლების მოკლე აღწერილობით დადგენილ მაქსიმალურ შემცველობას;
დ) ცხოველის სამკურნალო საკვები ან შუალედური პროდუქტი სათანადოდ შენახულია, როდესაც ცხოველის საკვებში ინკორპორირებულია (ჩართულია) ვეტერინარული პრეპარატი, რომელიც შერეულია მასთან და ქმნის სტაბილურ ნარევს ცხოველის სამკურნალო საკვების მთლიანი შენახვის ვადის განმავლობაში და დაცულია ვეტერინარული პრეპარატის ვარგისობის ვადა.
3. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწვდის ცხოველის მომვლელს ცხოველის სამკურნალო საკვებს, უნდა უზრუნველყოს ცხოველის სამკურნალო საკვების შესაბამისობა ამ წესის მე-16 მუხლით განსაზღვრულ ვეტერინარულ რეცეპტთა