1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს, ინახავს, უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას ან განათავსებს ბაზარზე ცხოველის სამკურნალო საკვებს ან შუალედურ პროდუქტებს, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ზომები უნდა გამოიყენოს ჯვარედინი დაბინძურების  თავიდან აცილებისთვის.

2. ცხოველის არამიზნობრივ საკვებში ჯვარედინი დაბინძურების მაქსიმალური შემცველობა განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობა“ საქართველოს მთავრობის დადგენილების დანართი №1-ით „არასასურველი ნივთიერებების მაქსიმალური შემცველობა“ მე-7 ნაწილით „ცხოველის არამიზნობრივ საკვებში ცხოველის ავტორიზებული საკვები დანამატების გარდაუვალი გადატანა“.

3.  ვეტერინარულ პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერებისთვის, რომელიც იგივეა, რაც ცხოველის საკვების დანამატში შემავალი ნივთიერება, ჯვარედინი დაბინძურების მაქსიმალური შემცველობა ცხოველის არამიზნობრივ საკვებში უნდა შეესაბამებოდეს ცხოველის საკვების დანამატის მაქსიმალურ შემცველობას სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში, რომელიც დადგენილია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ცხოველის საკვები დანამატების რეესტრით (https://food.ec.europa.eu/safety/animal-feed/feed-additives/eu-register_en