1. ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტების ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №3-ს − „ეტიკეტირებასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნები ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად“. გარდა ამისა, ცხოველის საკვები მასალის ან კომბინირებული საკვების შემცველ ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტებისთვის  გამოიყენება „ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 თებერვლის №58 დადგენილებით ცხოველის საკვების მასალისა და კომბინირებული საკვების ეტიკეტირებისთვის  განსაზღვრული სპეციფიკური მოთხოვნები.

2. თუ  პაკეტის ნაცვლად გამოიყენება კონტეინერი, მას უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. ცხოველის სამკურნალო საკვებსა ან შუალედური პროდუქტის აქტიური ნივთიერების ეტიკეტირებულ შემცველობასა  და სახელმწიფო კონტროლის დროს მიღებულ შემცველობას შორის ნებადართული ტოლერანტობის სხვაობა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის  დანართ №4 -ს „დასაშვები ტოლერანტობა ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტის შემადგენლობის ეტიკეტირებასთან დაკავშირებით