1. ამ წესის მე-15 მუხლით წარმოდგენილ მოთხოვნებთან ერთად, ცხოველის კომბინირებული საკვების ეტიკეტირებისას ასევე განსაზღვრული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ცხოველთა ჯიშები ან კატეგორიები, რომლისთვისაც განკუთვნილია ცხოველის კომბინირებული საკვები;
ბ) სათანადო მოხმარების წესები, რომელიც მიუთითებს მიზანს, რისთვისაც განკუთვნილია ცხოველის საკვები; ამგვარი წესები, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება ამ წესის დანართი №2-ის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი არ არის ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი პირი:
გ.ა) მწარმოებლის დასახელება ან სავაჭრო დასხელება და მისამართი;
გ.ბ) ან ამ წესის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მწარმოებლის აღიარების ნომერი ან „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-7 მუხლის ან 42-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნომერი; თუ ნომერი არ არის ხელმისაწვდომი, მწარმოებელთა ან იმპორტის განმახორციელებელი ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის მოთხოვნით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს ,,ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ დანართით №1„,ცხოველის საკვების აღიარებულ საწარმოთა რეესტრი“ განსაზღვრული ფორმატით (სტრუქტურით);
დ) შენახვის მინიმალური ვადა, შემდეგი აღნიშვნების გამოყენებით:
დ.ა) „გამოიყენება . . მდე“, რომელსაც თან უნდა მიეთითოს კონკრეტული დღე, ისეთი ცხოველის საკვების შეთხვევაში, რომელიც განსაკუთრებით მალფუჭებადია დეგრადაციის პროცესების გამო;
დ.ბ) „უმჯობესია გამოყენებული იქნეს . . . მდე“, რომელსაც უნდა მიეთითოს კონკრეტული თვე ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების გარდა;
დ.გ) მიეთითოს ასევე შენახვის მინიმალური ვადა . . . (დროის პერიოდი დღეებით ან თვეებით) წარმოების თარიღიდან, თუ ეტიკეტზე განსაზღვრულია წარმოების თარიღი.
ე) ცხოველის საკვების შემადგენლობაში შემავალი ცხოველის საკვების მასალები, აღნიშვნით: „შემადგენლობა“, თითოეული ცხოველის საკვების მასალის დასახელება ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ჩამოთვლილი იქნება ცხოველის საკვების მასალები, წონის კლებადობის მიხედვით, რომელიც გამოითვლება კომბინირებულ საკვებში სინესტის შემცველობის საფუძველზე; ჩამონათვალი შეიძლება მოიცავდეს პროცენტულ მაჩვენებელს წონის მიხედვით;
ვ) ამ წესის დანართის №6 ან დანართის №7 „არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვების მასალისა და კომბინირებული საკვების ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები“ ნაწილით II განსაზღვრული სავალდებულო დეკლარაცია, საჭიროების შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებთან დაკავშირებით, გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:
ა) ცხოველის საკვების მასალის დასახელება და პროცენტული მაჩვენებელი წონის მიხედვით უნდა მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ მისი შემცველობის შესახებ ინფორმაცია ხაზგასმულია ეტიკეტზე სიტყვით, სურათით ან გრაფიკული გამოსახულებით;
ბ) თუ სასურსათო დანიშნულების ცხოველისთვის განსაზღვრული კომბინირებული საკვების შემადგენალობაში შემავალი ცხოველის საკვების მასალის წონის მიხედვით პროცენტული მაჩვენებლები არ არის განსაზღვრული ეტიკეტზე, ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა, მყიდველს, მოთხოვნის საფუძველზე, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია რაოდენობრივი შემადგენლობის მონაცემების შესახებ, რომელიც მერყეობს მაჩვენებლის +/-15%-ის ფარგლებში ცხოველის საკვების ფორმულის მიხედვით;
გ) ცხოველის კომბინირებული საკვების შემთხვევაში, რომლებიც განკუთვნილია არასურსათო დანიშნულების ცხოველებისათვის (გარდა საბეწვე ცხოველებისა), ცხოველის საკვების მასალის სპეციფიკური დასახელების ნაცვლად, შეიძლება მიეთითოს იმ კატეგორიის დასახელება, რომელსაც განეკუთვნება ცხოველის საკვების მასალები.
3. ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან და გარემოსთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია მიაწოდოს მყიდველს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელთა და მყიდველთა შესაბამისი ლეგიტიმური ინტერესების დაბალანსების შემდეგ, ის გადაწყვეტს, რომ ამგვარი ინფორმაციის მიწოდება გამართლებულია. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია გასცეს ინფორმაცია მყიდველის მიერ კონფიდენციალობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველის კომბინირებული საკვების შემთხვევაში, რომლებიც განკუთვნილია არასასურსათო დანიშნულების ცხოველებისათვის (გარდა საბეწვე ცხოველებისა), ცხოველის საკვების მასალის კატეგორიების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება ეტიკეტზე შინაური ბინდარი ცხოველის კომბინირებული საკვების შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე მიეთითოს ცხოველის საკვების მასალის სპეციფიკური დასახელების ნაცვლად, განსაზღვრულია ამ წესის დანართით №10 „ცალკეული ცხოველის საკვების მასალის ნაცვლად მისათითებელი ცხოველის საკვების მასალის კატეგორიები