1. ცხოველის საკვების ეტიკეტირებამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს გამომყენებელი, კერძოდ:

ა) ცხოველის საკვების მიზნობრივმა გამოყენებამ ან მახასიათებლებმა, კერძოდ, მისმა ბუნებამ, წარმოების მეთოდმა თვისებებმა, შემცველობამ, რაოდენობამ, მდგრადობამ, ცხოველთა სახეობამ ან კატეგორიამ, რომლისთვისაც განკუთვნილია;

ბ) ცხოველის საკვებისათვის არარსებული თვისებების ან მახასიათებლების მიკუთვნებამ ან ისეთი სპეციალური მახასიათებლების მითითებამ, რომელიც ფაქტიურად ყველა მსგავს ცხოველის საკვებს გააჩნია ან ეტიკეტირების შესაბამისობამ კატალოგთან და ამ წესის 24-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ცხოველის საკვების მასალის ან ცხოველის კომბინირებული საკვების ნაყარი სახით, დაულუქავი შეფუთვებით ან კონტეინერებით ბაზარზე განთავსებისას, ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ ცხოველის საკვების მასალას ან ცხოველის კომბინირებული საკვებს თან უნდა ახლდეს დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ამ წესით განსაზღვრული ეტიკეტირების ყველა სავალდებულო მონაცემი.

3. როდესაც ცხოველის საკვების გასაყიდად შეთავაზება ხორციელდება დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით, ამ წესით განსაზღვრული ეტიკეტირების სავალდებულო მონაცემები (გარდა ამ წესის მე-15 მუხლის ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ან მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა) უნდა მიეთითოს დისტანციური გაყიდვის თანმხლებ მასალაში ან უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სხვა შესაბამისი საშუალებებით, დისტანციური კონტრაქტის გაფორმებამდე. ამ წესის მე-15 მუხლის ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ან მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები უნდა იქნეს წარმოდგენილი არაუგვიანეს ცხოველის საკვების მიწოდებამდე.

4. ეტიკეტირებასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები განსაზღვრულია ამ წესის დანართით №2 „ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ეტიკეტირების ზოგადი მოთხოვნები“.

5. ცხოველის საკვების მასალის ან ცხოველის კომინირებული საკვების ეტიკეტირებულ შემადგენლობასა და სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მიღებულ მონაცემებს შორის სხვაობისთვის დასაშვები ტოლერანტობა განსაზღვრულია ამ წესის დანართით №4 „დასაშვები ტოლერანტობა ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების მასალის ან კომბინირებული საკვების შემადგენლობასთან დაკავშირებული ეტიკეტირებისათვის შეზღუდული მასალები